გურჯაანში სტიქიას ებრძვიან - დატბორილია გზები და ავტომობილები, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. დატბორილია გზები და ავტომობილები, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი.

უხვი ნალექის გამო მდინარეები - ახტალისხევი და ნავთისხევი ადიდდა, წყალმა კალაპოტი გაარღვია. რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე წყალი მოედინება.

დატბორილია ავტომობილები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალადა რამდენიმე სოფელიც. სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, შესულია ათობით შეტყობინება და ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო