კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანში, სტიქიის ზონაში იმყოფება

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანში, სტიქიის ზონაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად დაიტბორა გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფხერხება გამოიწვია, დაიტბორა შენობების პირველი სართულები.

„გურჯაანის გარდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძირკოკი, ვეჯინი, გურჯაანი, ჭანდარი, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია ხევები.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა ცოცხალი ძალა.

მიმდინარეობს ამოტუმბვისა და გზის გაწმენდის სამუშაოები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის