მარნეულში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა

მარნეულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე წევრებმა, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და განიხილეს საბჭოზე შემოსული 5 საკითხი, რომელზეც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

სხდომას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ შუბითიძე ხელმძღვანელობდა.

„საბჭო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2020 წელს შეიქმნა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, როგორიცაა კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვა, განათლებისა და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს