აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური იყო - ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაუპირისპირდნენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური იყო. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრების დაპირისპირების განსამუხტად დაცვის თანამშრომლების ჩარევა გახდა საჭირო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კირთაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სასტუმრო “რედიოსმში” რუს ოფიცრებთან ერთად ქეიფში დაადანაშაულა. გიორგი კირთაძემ მთავრობის თავმჯდომარეს მოსთხოვა, ინფორმაციის უარყოფა, რომლის თანახმად, არჩილ ჩიქოვანი და თორნიკე რიჟვაძე რუს ოფიცრებთან ერთად ქეიფობდნენ და რუსი ოფიცრების პატივსაცემად მუსიკას უსმენდნენ.

“ბატონო თორნიკე გვითხარი, უსმენდით, თუ არა რუს ოფიცრებთან ერთად ამ სიმღერას, შვილებზე დაიფიცეთ, უსმენდით თუ არა. მე მაქვს აუდიო ჩანაწერი, რომელსაც წარმოგიდგენთ”, - მიმართა გიორგი კირთაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

თორნიკე რიჟვაძემ კი ოპოზიციის წევრებს განუცხადა, რომ მათ უსაფუძვლო ბრალდებები აქვთ.

“მე არ ვუსმენ ეგეთ სიმღერებს, თქვენ თუ უსმენთ მოუსმინეთ, ეგ ხართ თქვენ, აღარც დედა იცით, აღარც მამა, დადიხართ. გაურკვეველი ჩანაწერებით და უსაფუძვლო ბრალდებებით, ან შვილებზე დაფიცების მოთხოვნა, რას ნიშნავს, სად ისწავლეთ, რომელ ქალაქში, რომელ ქვეყანაში, სირცხვილია”, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძემ სიმღერების ჩამონათვალი დაასახელა, რომელსაც უსმენს.

“მოგცემთ „ფლეილისტს“, რასაც ვუსმენ, ეს არის: “საქართველოო ლამაზო“, “წვიმა მოგონებებს ასველებს“, “ერთხელ გაკოცებ და წავალ”, - განუცხადა თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის წევრებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 საათზე მეტია მიმდინარეობს. რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება