ლადო მგალობლიშვილი - 2024 წლის ოქტომბერში, ამჯერად საბოლოოდ, ,,გედების ტბას'' ,,მთავარი არხის'' ეთერში ვიხილავთ

დღეს, თქვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა პოლიტიკური დაისია და თქვენი საქმე წასულია - ხაბეიშვილი გორბაჩოვის როლშია, მან საბჭოთა კავშირი დაშალა, ამ ხაბეიშვილმა კი, „ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მისი თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომაზე 9 თვის წინ იყო - “მთელი ეს პერიოდი, ნაცვლად საკანონმდებლო საქმიანობისა, ერთმანეთთან დაპირისპირებაში გაატარა”.

“ამ მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული 27 სხდომიდან, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" 66% -ს არ დასწრებია. იგივე სიტუაცია იყო კომიტეტებზეც. ნაწილობრივ გამონაკლისი, მხოლოდ ქალბატონი მედეა ვასაძე გახლდათ.

ფრაქცია არ მონაწილეობდა არცერთი, მათ შორის, 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში, რომელიც რეკორდულია და ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს. ოპოზიცია, არც მინისტრების ანგარიშებით დაინტერესებულა და არც ამომრჩევლისთვის საინტერესო საკითხები გახსენებია.

პარლამენტში გაგზავნილი ინიციატივებიც უინტერესო აღმოჩნდა ოპოზიციური ფრაქციისითვის. მათ შორისაა ,,მაჭახელას დაცული ლანდჩაფტის შესახებ'' კანონი, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა და დაკავშირებულია აჭარის მთავრობის მიერ მაჭახლის ხეობაში ეთნოსოფლის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებასთან.

ბოლოს, ფრაქცია, პლენარულ სხდომაზე, 9 თვის წინ იყო. მთელი ეს პერიოდი, ნაცვლად საკანონმდებლო საქმიანობისა, ერთმანეთთან დაპირისპირებაში გაატარა, რასაც ჩვენც ვადევნებდით თვალს და გულწრფელად ვიტყვი, რომ არცერთი თქვენი სატელევიზიო დებატი თუ დისპუტი, არ გამოგვიტოვებია.

მიუხედავად ასეთი პასიურობისა, ამ მოწვევაში, ფრაქციას, ნახევარ მილიონამდე ლარი აქვს მიღებული ხელფასის სახით. დღეს კი, ბოიკოტის მოულოდნელად შეწყვეტა და აქ გამოცხადება თორნიკე რიჟვაძისადმი სამაგიეროს გადახდის მცდელობით იყო განპირობებული, თუმცა, როგორც ყოველთვის, რევანში ვერ შედგა.

და ბოლოს, საბჭოთა კავშირის დროს, ქვეყნის ლიდერების გარდაცვალების შემდეგ, ან სხვა რამე მნიშვნელოვანი მოვლენის დროს, ერთადერთ პარტიულ ტელევიზიაში ბალეტი -,,გედების ტბა'' გადიოდა ხოლმე. უკანასკნელად კი, საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე გავიდა ცისფერ ეკრანებზე.

დღეს, თქვენი, „ნაციონალური მოძრაობის” აშკარა პოლიტიკური დაისია და თქვენი საქმე წასულია - ხაბეიშვილი გორბაჩოვის როლშია, მან საბჭოთა კავშირი დაშალა, ამ ხაბეიშვილმა კი, „ნაციონალური მოძრაობა". სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის ოქტომბერში, ამჯერად საბოლოოდ, ,,გედების ტბას'', "მთავარი არხის" ეთერში ვიხილავთ“,- განაცხადა მგალობლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა