კომპანია ნუტრიმაქსმა რიგით მეორე მაღალტექნოლოგიური საწარმო გახსნა

კომპანია ნუტრიმაქსმა რიგით მეორე მაღალტექნოლოგიური საწარმო გახსნა, რომელიც სპეციალიზებულია მშრალი საკვების წარმოებით კომპანიონი ცხოველების, ძაღლებისა და კატების და აკვაკულტურისათვის. პროექტი მსოფლიოში წამყვანი კომპანიების სპეციალისტთა აქტიური ჩართულობითა და პარტნიორობით განხორციელდა.

საერთაშორისო სტანდარტების მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანია „ნუტრიმაქსმა“ 12მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

15 ივნისს საწარმოს გახსნის ცერემონიალს მთავრობის წარმომადგენლებისა და კომპანიის თანამშრომლების გარდა , 17 მდე ქვეყნის 70-მდე საერთაშორისო პარტნიორი და რეგიონალური მომხმარებელი დაესწრო. ახალი საწარმო პროგრამა „ აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნა. საწარმო, რომელიც ძაღლის, კატისა და აკვაკულტურის მშრალი საკვების წარმოებაზე იმუშავებს, 25 000 ტონა ექსტრუდირებული საკვების წარმოებაზეა გათვლილი.

„ნუტრიმაქსის“ ისტორია იწყება 2009 წლიდან, როდესაც ბაზარზე არ არსებობდა წვდომა ცხოველთა ხარისხიან საკვებზე, კომპანიამ კი დაიწყო მზა, კომბინირებული საკვების წარმოება ფერმერული მეურნეობებისთვის. 2016 წელს პირველი ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური საწარმო გაიხსნა. „ნუტრიმაქსი“ ამარაგებს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს. კომპანიამ 2022 წელს პირველი წარმომადგენლობა გახსნა უზბეკეთშიც. „ნუტრიმაქსში“ 150-მდე ადამიანი არის დასაქმებული.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის