აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის წლიური ანგარიში ხმაურის ფონზე დასრულდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში, მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის წლიური ანგარიშის წარდგენა ხმაურით დასრულდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა, თორნიკე რიჟვაძეს “ჩინური კალაძე” უწოდა.

„შენი მეჯვარე რომ გაგეხადა მერი, ყველაფერზე წახვედი. ისე ნუ გააკეთებ, ქალაქში ვერ გაიარო. სულ მამა პოლიციის მაღალჩინოსანი ვერ გეყოლება. საუბრობ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე და აგრესიით იყურები. ჩინური კალაძე ხარ”, - განუცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ბაგრატიონის აღნიშნულ რეპლიკას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ასე უპასუხა:

“მე აქამდე გამივლია და კიდეც გავივლი. დიდხანს ვივლით წინ. მადლობა კოლეგებო წარმატებები”, - აღნიშნა სიტყვის დასასრულს თორნიკე რიჟვაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა