ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის  გზაზე სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფ. ბაბილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება