აჭარის  უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა - კანონმდებლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში ცნობად მიიღეს.

„გაზრდილი ბიუჯეტი არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი, კონკრეტული პროგრამები და პროექტები“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც მოხსენების დასაწყისში, მოსახლეობას აშშ-ში ვიზიტისას მიღებული საერთაშორისო, პრესტიჟული ჯილდოები მიულოცა.

მთავრობის თავმჯდომარემ, 2022-2023 წლების ანგარიშის წარდგენისას, ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებზე, როგორებიცაა: „ოცნების ქალაქის“, სოციალური სახლების მშენებლობა, ავარიულ შენობებში მცხოვრებთა საცხოვრისით უზრუნველყოფა, ეკომიგრანტთა და ხანძრით დაზარალებულთა დაფინანსება. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის აღდგენის მზარდ დინამიკასა და შემოსავლებზე, მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე მასშტაბურ, მოსახლეობაზე ორიენტირებულ პროგრამებსა და სიახლეებზე. გარდა ამისა, თორნიკე რიჟვაძემ, ხაზგასმით ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის შეუქცევად კურსზე.

ძირითადი მოხსენების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრთა კითხვებს, მოისმინა მათი გამოსვლები და შეფასებები.

სხდომაზე, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, მთავრობის თავმჯდომარის გამოსვლამდე გაკეთდა განცხადებები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო