“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, რეგიონული მიმართულების მდივანი გიორგი ბოტკოველი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი გურჯაანში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ხვდებიან. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ბოტკოველის თქმით, მოსახლეობას დახმარება სჭირდება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალიდან პირად კონტროლზე ავიყვანთ. სწრაფად უნდა მოხდეს ზარალის დათვლა, მოსახლეობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. ხალხს დახმარება ჭირდება! საშინელი სტიქიაა გურჯაანში, ერთი შეხედვით ჩანს და ჩანდა დატბორილი ქუჩები, სახლები, მრავალბინიანი კორპუსები, მაგრამ ამ ყველაფერს ემატება დიდი რაოდენობით განადგურებული წლის მოსავალი, სოფელი ჩუმლაყიდან სოფელ ძირკოკამდე. მთავარი ახლა არის მოქმედება" ,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ლევან ბეჟაშვილი კი აცხადებს, რომ მთავრობის ვალდებულებაა, მოსახლეობას ზარალი აუნაზღაუროს.
“ გურჯაანში ადგილზე დავათვალიერეთ სტიქიური მოვლენების შედეგები. მასშტაბი დიდია, როგორც ჩანს და ადგილობრივ ხელისუფლებას გაუჭირდება გამკლავება, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების დროული და ადეკვატური მოქმედებები. სამწუხაროდ, სტიქიის შედეგად მარტო ქალაქ გურჯაანს არ მიადგა ზიანი. ძლიერი სეტყვის დახანგრძლივი წვიმის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს, დაისეტყვა და დაიტბორა ვენახები სოფლებში, ძირკოკი, ჭანდარი და ა.შ. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის აღრიცხვა და მთავრობა ვალდებულია ყველას აუნაზღაუროს სტიქიით გამოწვეული შედეგები", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.