ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე სოფელ ბაბილთან დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფ. ბაბილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ღვარცოფული გამონატანების გამო დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს