გურჯაანში გიორგი ბოტკოველის ჩასვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივნისა და პარლამენტის დეპუტატის, გიორგი ბოტკოველის ჩასვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირება ადგილობრივებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ბოტკოველმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხელისუფლება გააკრიტიკა.

ადგილობრივების ნაწილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ განცხადებების ნაცვლად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულიყვნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხალხს არ აინტერესებს ვინ ვის დაუპირისპირდება და მიუვარდება, ხალხის ინტერესი პრობლემების დროულად მოგვარებაა.

მისივე თქმით, წუხელ გურჯაანში მაშველები ნამდვილად მუშაობდნენ, თუმცა აღნიშნავს, რომ მეტი ჩართულობა და ცენტრალური ხელისუფლებიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო.

„მთელი ღამის განმავლობაში ჩვენც აქ ვიყავით. ვხედავდით, რომ მაშველები მუშაობენ, მაგრამ მეტი მობილიზებაა საჭირო ამ ყველაფრისთვის. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, ზარალის დათვლა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი სავარგულები, რომელიც მთლიანად არის განადგურებული. ადამიანებს ფაქტობრივად, წლის მოსავალი აღარ აქვთ. რა თქმა უნდა, მეტი მობილიზება, მეტი აქტიურობა და მეტი ჩართულობაა საჭირო, რომ დროზე მოხდეს ამ პრობლემების მოგვარება“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო