თეონა აქუბარდია - საგარეო საქმეთა მინისტრის 40-გვერდიან ანგარიშში არის მცდელობა, საამური ცხოვრების სურათი წარმოაჩინოს - ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის კუთხით ჩანაწერები ცარიელი ტექსტია

მინისტრის 40-გვერდიან ანგარიშში არის მცდელობა, საამური ცხოვრების სურათი წარმოაჩინოს - ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის კუთხით ჩანაწერები ცარიელი ტექსტია, 7 თვის მანძილზე ისიც არ გააკეთა, რომ ბიჭვინთის ანექსიის პროცესი დაეგმო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ილია დარჩიაშვილთან, რომელსაც დღეს პარლამენტში მოუსმენენ, კითხვები ბევრ საკითხზე აქვს და ერთ-ერთი მთავარი არის ევროინტეგრაცია.

"სტატუსის მიღების სურვილი, ისევე როგორც მოსახლეობის 90 პროცენტს, მეც მაქვს, თუმცა ეს არ არის დაბადების დღის საჩუქარი, რომ ვინმემ უბრალოდ გვიბოძოს. ჩვენ გვითხრეს, რომ ამას სჭირდება 12 რეკომენდაციის შესრულება, რაც ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნების არქონის გამო. ნაცვლად მეგობრებთან მჭიდრო პარტნიორობისა, ვხედავთ მათგან კრიტიკას და ძაგებას. ამ მოცემულობაში, ძალიან გართულდება პარტნიორების დარწმუნება მიუხედავად მცდელობებისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტატუსი და ამ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა აქუბარდიამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის