ბოშურში გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ბოშურში, სადაც 14 ივნისს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

გორის მერიის ცნობით, ამ დროისთვის, მდინარე ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და სოფელი აღარაა დატბორილი. ამ ეტაპისთვის უკვე გაწმენდილია ცენტრალური გზა და სამუშაოები სოფლის შიდა უბნებში მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ადგილზე კვლავ მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს