ილია დარჩიაშვილი - საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით

საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში მრავალგზის გამოიხატა და საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების თანაავტორობით, თანასპონსორობის, თუ განცხადებებზე მიერთების გზით გამოიხატება. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს,“ - განაცხადა მინისტრმა

მინისტრის თქმით, საქართველოში მყოფ 20 000-ზე მეტ უკრაინელს გაეწია დახმარება სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. მისი თქმით, დამატებით, ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის, ამ დრომდე, განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა