დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან არაპრაგმატულია ის პოლიტიკა, ჩვენ რა პოლიტიკასაც ახლა ნატო-სთან მიმართებაში ვატარებთ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის ყოფილ წევრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე რომ მსოფლიო შეცვლილია მნიშვნელოვნად, ფაქტია. ახალ ვითარებაში ევროპის გზავნილი საქართველოსთვის ასეთია - უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ახალი სისტემაში მოიაზრება სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე.

ვისაც სსრკ-ს დაშლამდე გორბაჩოვის „პერესტროიკა“ ახსოვს, ისიც ემახსოვრება, რომ მაშინ აქტიურად საუბრობდნენ უსაფრთხო სივრცეზე ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.

ევროპის გზავნილი საქართველოსთვის იმასაც ნიშნავს, რომ კოლექტიური დასავლეთი უკრაინის ომისშემდგომ უსაფრთხოების ახალ სისტემაში რუსეთს არ მოიაზრებს. ასეთ ვითარებაში საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი დღის წესრიგი. თქვენი დაკვირვებით როგორ პასუხობს ამ ახალ გამოწვევას საქართველო?

- გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გარკვეული ილუზორული იმედები იყო, რომ რუსეთი შეიცვლებოდა. სსრკ-ს ხელისუფლება მართლაც ატარებდა დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკას. ის ადამიანები, რომლებიც ამგვარ პოლიტიკას მხარს უჭერდნენ, დღეს ისინი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს აკრიტიკებენ.

80-იანი წლების ბოლოს მართლაც იყო იმის მოლოდინი, რომ სსრკ ევროპასთან ერთად მიიღებდა მონაწილეობას უსაფრთხოების ახალ სისტემის შექმნაში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამგვარი მოლოდინი უტოპიური იყო. ასე რომ მომხდარიყო, ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ, ასე არ მოხდა.

80-იანი წლების ბოლოს მართლაც იყო იმის მოლოდინი, რომ სსრკ ევროპასთან ერთად მიიღებდა მონაწილეობას უსაფრთხოების ახალ სისტემის შექმნაში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამგვარი მოლოდინი უტოპიური იყო

ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში და რეგიონში მთავარი გამოწვევაა რუსეთი. მანამდეც იყო, მაგრამ რუსეთი რომ საფრთხე იქნებოდა ევროპისთვის არც არავის სჯეროდა. მაგრამ, ეს რომ ასეა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველა დაარწმუნა. ამ შეჭრით რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა და სტანდარტი და მის მიერვე დადებული შეთანხმებები, მათ შორის უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიები.

მხედველობაში მაქვს 1994 წლის შეთანხმება, რომლითაც უკრაინამ უარი თქვა ბირთვული იარაღის იმ ნაწილზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, ევროპამ, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა გადახედეს თავის შეხედულებებს და დაიწყეს ფიქრი უსაფრთხოების ახალ სისტემაზე. ახალ რეალობაში, მათ ევროპა დაინახეს არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალ ევროპას სჭირდება უსაფრთხოების დიდი ქოლგა.

ევროპამ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების საპასუხოდ გადადგა ნაბიჯი ევროპის გაფართოების სასარგებლოდ. უკრაინის ომმა ევროპულ საზოგადოებებში შეცვალა განწყობები რუსეთის მიმართ. ამან ევროპელ პოლიტიკოსებში გააჩინა ევროპის მეტი პასუხისმგებლობის განცდა. ახლა რაც ხდება ევროპულ სტრუქტურებში სწორედ ამის ანარეკლია.

ევროპამ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების საპასუხოდ გადადგა ნაბიჯი ევროპის გაფართოების სასარგებლოდ. უკრაინის ომმა ევროპულ საზოგადოებებში შეცვალა განწყობები რუსეთის მიმართ. ამან ევროპელ პოლიტიკოსებში გააჩინა ევროპის მეტი პასუხისმგებლობის განცდა. ახლა რაც ხდება ევროპულ სტრუქტურებში სწორედ ამის ანარეკლია

ახლა რაც შეეხება იმას, ჩვენ როგორ ვპასუხობთ ჩვენს წინაშე ახალ რეალობაში გაჩენილ გამოწვევებს. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ კრიტიკულ მომენტში, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლება თავშეკავების პოლიტიკას აწარმოებს. რაც გულისხმობს ჩვენი მხრიდან ნაკლებად და მინიმალურ აქტიურობას, რაც მოგვცემს საფრთხის აცილების შესაძლებლობას. თუმცა, ცალსახად იმის თქმა, რომ ეს გზა შედეგიანი აღმოჩნდება, ძნელია.

შექმნილმა ვითარებამ გააჩინა შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ. ახლა ყველაზე განხილვადი თემაა ევროკავშირის გაფართოება. არადა, ევროკავშირის გაფართოების საკითხი ევროპამ გადაწყვიტა.

ევროპა მზადაა გაფართოვდეს და საქართველოს სთავაზობს გაფართოებულ ევროპაში შესვლას. სამწუხაროდ, საქართველო მზად არ არის ის პუნქტები შეასრულოს, რომელიც მას ევროკავშირის კომისიამ რეკომენდაციების სახით მისცა. მათ შესრულებასთან დაკავშირებით ბოლო თვეებში ვხედავ რაც ხდება.

ნატოსთან მიმართებაშიც სიახლეებია. ნატოში უკვე ორი ახალი წევრია. მეორე უახლოეს პერიოდში დაემატება. საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების აქამდე შემაფერხებელი რაც იყო, დღის წესრიგიდან მოხსნილია.

საქართველო რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკას ატარებს. პოლიტიკურ გემოვნებას და მორალურ კატეგორიებსაც რომ თავი დავანებოთ, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან არაპრაგმატულია ის პოლიტიკა, ჩვენ რა პოლიტიკასაც ახლა ნატოსთან მიმართებაში ვატარებთ

ასეთ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, გაუგებარია, რადგან რუსეთი ისედაც გაღიზიანებულია და არავის ანგარიშს არ უწევს. ამიტომ, გაჩენილია შესაძლებლობა, რომ საქართველომ ნატოსთან გაწევრიანების საკითხში გადადგას მკაფიო ნაბიჯები. მაგრამ, ვხედავ, რომ ამ მიმართულებით საქართველო პასიურობს.

საქართველო რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკას ატარებს. პოლიტიკურ გემოვნებას და მორალურ კატეგორიებსაც რომ თავი დავანებოთ, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან არაპრაგმატულია ის პოლიტიკა, ჩვენ რა პოლიტიკასაც ახლა ნატოსთან მიმართებაში ვატარებთ. არადა, ფაქტია, რომ რუსეთი, როგორც უსაფრთხოების გარანტი, ძალიან არასაიმედო ქვეყანაა. ეს ვნახეთ ჩვენ არა მხოლოდ სომხეთის მაგალითზე.

- ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ, რადგან მალე ნატოს სამიტია, ამ თემით გავაგრძელოთ საუბარი.

ბრძანეთ, რომ ნატოს მიმართულებით ვპასიურობთ. სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი ნატოს მიმართულებით პასიურობა და ის, რომ არც ვიცით ნატოს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს?

- ვერ გეტყვით ნატოსთან დაკავშირებით ჩვენი პასიურობა რამდენად უკავშირდება რუსეთს. შესაძლოა, მიზეზი ესეც იყოს, მაგრამ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ის პასიურობა, რომელსაც ჩვენ ნატოსთან მიმართებაში ვიჩენთ არ არის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში.

ახლა ნატოსთან მეტი ურთიერთქმედების შესაძლებლობებია გაჩენილი. ნატოსთან ურთიერთობების გააქტიურების ნაცვლად საქართველოსგან ვხედავთ მხოლოდ პასიურობას. ამ ეტაპზე ჩვენი ნატოს სამიტებში მონაწილეობა საკმარისი არა, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთვის დამაზიანებელია

ეს არ გახლავთ მხოლოდ პასიურობა, რადგან ჩვენს ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში გვიწერია ნატოსთან დაკავშირებული საკითხები. თუ ჩვენ ასეთ პასიურ პოლიტიკას ვატარებთ ნატოსთან მიმართებაში, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ამგვარი მიდგომა არასახელმწიფოებრივია და საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.

ახლა ნატოსთან მეტი ურთიერთქმედების შესაძლებლობებია გაჩენილი. ნატოსთან ურთიერთობების გააქტიურების ნაცვლად საქართველოსგან ვხედავთ მხოლოდ პასიურობას. ამ ეტაპზე ჩვენი ნატოს სამიტებში მონაწილეობა საკმარისი არა, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთვის დამაზიანებელია.

- მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის კანონის“ მიღებაზე გვირჩია, რომ უმჯობესი იქნებოდა იგი არ მიგვეღო, პარლამენტმა ეს კანონი მეორე მოსმენით მიიღო.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რითაც ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს ასარჩევად პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

რჩება შთაბეჭდილება რომ არა თუ არ ვმოძრაობთ ევროკავშირის მიმართულებით, პრობლემებსაც ვიქმნით. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების პირველი პირები ლამის ყოველ დღე აცხადებენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

რას შეიძლება ნიშნავდეს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებსა და ქმედებებს შორის თვალშისაცემი განსხვავებები?

- ჩემი აზრით, საქმე გვაქვს საკითხისადმი ორმაგ დამოკიდებულებასთან. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პროევროპულ მიმართულებას ვინარჩუნებთ ემსახურება იმას, რომ მათ მხარდამჭერებშიც საკმაოდ მძლავრია პროევროპული განწყობები. თუმცა, მეორე მხრივ, ცდილობენ იმას, რომ ისეთი საკითხები, რაც მათ ძალაუფლებას შეასუსტებს, ამ კუთხით რეფორმები არ გაატარონ.

ეს ეხება არა მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წევრების დანიშვნის წესს, არამედ, ანტიკორუფციულ სააგენტოს, საგამოძიებო სამსახურს, სასამართლო რეფორმას. ცალსახაა, რომ ხელისუფლებას ამ საკითხებში თვისობრივი ცვლილებების მიღება არ უნდა, მაგრამ, ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, არადა სწორედ ამ საკითხებზე ელოდება ცვლილებებს ევროკავშირი.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება არც ერთ რეკომენდაციაში არ წერია. ამ საკითხზე კანონის მიღება მათ თავად გადაწყვიტეს. სხვათა შორის, ოპოზიციამაც იგივე ქნა. მათ წარმოადგინეს კანონის პროექტი, რომელიც უზღუდავდა კონკრეტულ ოლიგარქს ძალაუფლებას. საპასუხოდ, ხელისუფლებამ წარმოადგინა კანონი, რომლითაც მდიდარი ადამიანების გარკვეულ წრეს ეზღუდებოდა გავლენების ქონა სხვადასხვა სფეროებში.

რეალურად, ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან ისეთი სტრუქტურული ცვლილებების გაკეთებას, რომლის შემდეგაც სასამართლო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები თავისუფალი იქნებოდნენ ნებისმიერი გავლენებისგან. სასამართლოსა და პროკურატურაში რეფორმის განხორციელება ავტომატურად გამოიწვევდა დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმას. ამას ცალკე კანონის მიღება არ სჭირდება.

ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან ისეთი სტრუქტურული ცვლილებების გაკეთებას, რომლის შემდეგაც სასამართლო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები თავისუფალი იქნებოდნენ ნებისმიერი გავლენებისგან

ამ საკითხში არანაირი კოლიზია არ არის, რადგან არც ევროკომისია და არც ვენეციის კომისია ჩვენგან დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას არ ითხოვდა. ეს გახლავთ გარკვეული პოლიტიკური პროცესებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება.

არადა, ამბობენ, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ხელისუფლება ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ თუ სტატუსი არ მოგვცეს, სხვისი ბრალი იქნება და არა მათი.

- ჩვენი ევროპელი პარტნიორები მოგვიწოდებენ მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი შედგეს. ამის მსგავსს ვერაფერს ვხედავთ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამას წინათ განაცხადა - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „გირჩი“, ვაშაძე - ესენი ყველანი არიან „გლობალური ომის პარტიის“ საცოდავი აგენტები“.

ამ თემაზე სახელისუფლებო გუნდი კარგა ხანია საუბრობს, მაგრამ არ აკონკრეტებს, ვინ იგულისხმება „გლობალური ომის პარტიაში“. ამასაც რომ თავი დავანებოთ, გაუგებარია ვისთან ვარაუდობს კონსენსუსის მიღწევას „ქართული ოცნება“ უმთავრეს საკითხებზე.

ანტიდასავლური რიტორიკის შემდეგ სავარაუდოდ, რას ემსახურება მმართველი გუნდის მიერ ყველა ოპონენტების „გლობალური ომის პარტიის“ აგენტებად მოხსენიება?

- დასავლეთი ჩვენგან არ ითხოვს, რომ ყველა პარტია ერთ ჭკუაზე იყოს, ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. საკმაოდ პოლარიზებულია ყველგან საზოგადოებები, მათ შორის ამერიკაშიც. მაგრამ, არის საკითხები, რაშიც ძირითადი პოლიტიკური ძალები თანხმდებიან.

დღეს საკითხი დგას ასეა - ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართ პოლიტიკურმა ძალებმა დააფიქსირონ ერთიანი პოზიცია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საკითხში ეს პარტიები ერთ აზრზე იყვნენ

როცა პარლამენტში ვიყავით, მივიღეთ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიანი დეკლარაცია. სულ ორი გვერდი იყო, მაგრამ ჩვენ მაშინ შევძელით ის, რომ პრაქტიკულად სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მას მხარი. არის საკითხები, რომლებზე ფუნდამენტური განსხვავებები არ უნდა იყოს.

დღეს საკითხი დგას ასეა - ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართ პოლიტიკურმა ძალებმა დააფიქსირონ ერთიანი პოზიცია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საკითხში ეს პარტიები ერთ აზრზე იყვნენ.

- ამ თემებზე კონსენსუსის მიღწევა რატომ ვერ ხერხდება?

- არ არსებოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის რეჟიმი. ერთმანეთის არ აღიარებენ. ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ოპოზიციას აქვს ლეგიტიმაცია. თავის მხრივ ოპოზიცია არ აღიარებს ხელისუფლებას, როგორც ხალხის მხარდაჭერის მქონე ძალას. შესაბამისად, მათ შორის ელემენტარული დიალოგის კულტურა არ არსებობს.

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთს ჩაუკეტეს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. შარლ მიშელის შეთანხმება იყო კონსენსუსისკენ გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ, იგი ჯერ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ უარყო, ხოლო შემდეგ ხელისუფლებამ

ყველა დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ ძალებს შორის არის დებატები, დებატებს მიღმა არსებობს გარკვეული დიალოგი ისეთ საკითხებზე, რაც საერთო ზრუნვის თემები უნდა იყოს და მხარეებს შეუძლიათ შეთანხმებულად იმოქმედონ. დაპირისპირების პირობებში აშშ-ში საკითხების 70%-ზე მიიღწევა კონსენსუსი და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.

დღეს ჩვენთვის ასეთი საკითხებია ნატოსთან მიმართება და კიდევ უფრო საჩქარო და სწრაფად მისაღებია ევროკავშირთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება.

ხელისუფლებას შესაძლო იმიტომ არ უნდა, ეს რომ მოხდეს, მაშინ მთელი ოპოზიცია ომის პარტია აღარ იქნება, ანუ ხელისუფლება უნდა გამოვიდეს თავისი მთავარი მესიჯბოქსიდან რომ ოპოზიციაში თურმე არ გვყავს მხოლოდ „რადიკალური ოპოზიცია“. თავის მხრივ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს მისივე მესიჯბოქსიდან, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არც ერთ საკითხში არ შეიძლება.

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთს ჩაუკეტეს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. შარლ მიშელის შეთანხმება იყო კონსენსუსისკენ გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ, იგი ჯერ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ უარყო, ხოლო შემდეგ ხელისუფლებამ.

- ჩვენი დასავლელი პარტნიორები საკმაოდ დიპლომატიურად, მაგრამ მკაფიოდ მიგვანიშნებენ - ორ სკამზე ჯდომის დრო ამოწურულია და საქართველოსგან ელიან კონკრეტულ ნაბიჯებს ბევრი მიმართულებით.

ამის მსგავსი არაფერი არ ხდება. თუ ასეთი დინამიკა შენარჩუნდა, მაშინ სტატუსს მივიღებთ წლის ბოლოს კი არა, რაღაც სულ სხვა სურათს მივიღებთ.

შეგიძლიათ აღგვიწეროთ ის სურათი, რომელსაც სავარაუდოდ, მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ის დინამიკა შენარჩუნდა, რაც ახლა გვაქვს?

- ასეთი სურათის წარმოდგენა მიჭირს. ახალ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტატუსის საკითხი. ეს თემა ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია რადგან უნდა შედგეს ევროპის გაფართოების კონცეფცია. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინა, მოლდოვას, რამედ კიდევ 10 ქვეყანას. ანუ ევროპის გაფართოების ტალღა უნდა დაიწყოს.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს? შეიძლება სტატუსის მონიჭებაზე უარი გვითხრან, რაც საბოლოო ჯამში ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმა იქნება. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არა მხოლოდ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული, არამედ ევროპული საზოგადოებების განწყობებზე.

შეიძლება სტატუსის მონიჭებაზე უარი გვითხრან, რაც საბოლოო ჯამში ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმა იქნება. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არა მხოლოდ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული, არამედ ევროპული საზოგადოებების განწყობებზე

ანუ, იმ ვითარებაზე რაც უკრაინაში რუსულმა აგრესიამ შექმნა ევროპის ქვეყნებში. ამან ევროპულ საზოგადოებებში გააჩინა სურვილი გაზრდილიყო მათი პასუხისმგებლობა სხვა ქვეყნების მიმართ.

გვახსოვს, უკრაინაში ომის დაწყებამდე თუ როგორი სკეპტიკური განწყობები იყო ევროპის ქვეყნებში ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ახლა ამ თვალსაზრისით განსხვავებული ვითარება გვაქვს. თუ ევროპულ საზოგადოებებში ამ საკითხზე ხალხმა აზრი შეიცვალა, შესაბამისად შეიცვლება პოლიტიკოსებში განწყობები და დამოკიდებულება.

ყველაზე ცუდ სცენარში ჩვენ შეიძლება ყველანაირი ევროპული პერსპექტივა დავკარგოთ. ბუნებრივია, ასოცირების ხელშეკრულებას არ დავკარგავთ, მაგრამ, იმ ვითარებაში, რაც ახლაა, ახლა ეგეც მინიმალურია რაც გვაქვს.

მე მაინც მგონია, რომ ასეთი ცუდი სცენარით არ განვითარდება პროცესები. დიდი ალბათობით იქნება პოზიტიური გადაწყვეტილებები, თუმცა იქნება დათქმები, რადგან რეკომენდაციები არ გვექნება განხორციელებული. არა მგონია ვინმემ დადებითად შეაფასოს სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაციის კანონი და ასე შემდეგ.

მე მაინც მგონია, რომ ასეთი ცუდი სცენარით არ განვითარდება პროცესები. დიდი ალბათობით იქნება პოზიტიური გადაწყვეტილებები, თუმცა იქნება დათქმები, რადგან რეკომენდაციები არ გვექნება განხორციელებული. არა მგონია ვინმემ დადებითად შეაფასოს სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაციის კანონი და ასე შემდეგ

ვფიქრობ, ევროპა მოგვცემს კანდიდატის სტატუსს. რაც არ უნდა ლამაზად შეიფუთოს რეკომენდაციების შეუსრულებლობა, სათქმელს მაინც გვეტყვიან. ამის შემდეგ ისევ ხელისუფლებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე და საზოგადოების რეაქციაზე იქნება დამოკიდებული საბოლოოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა ჩვენ თავად უნდა განვავითაროთ. სტატუსი რომც მივიღოთ, მერე იწყება გაწევრიანების პროცესი, რომელიც კიდევ უფრო ფუნდამენტურ რეფორმებს მოითხოვს.

თუ ამისთვის ხელისუფლება არ იქნება მზად ვიქნებით ისეთ მდგომარეობაში, როგორც თურქეთია. მოგეხსენებათ, თურქეთს ათეული წლებია მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნის სტატუსი.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ საარჩევნო პროცესის გამართულად ჩატარება. შესაძლებელი გახდება ქვეყანაში კოალიციური მმართველობა თუ არა, თუ ისევ ერთი პარტია გააგრძელებს ქვეყნის მართვას. მთავარია, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს სწორი შეფასებები და არ აყვეს იმ პროპაგანდას, რომ თურმე ომს გვაძალებენ.

- ფაქტია, რომ რაც მეტი დრო გადის ხელისუფლება სულ უფრო უმატებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ულტიმატუმის ენით საუბარს.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის მხრიდან დასავლელ პარტნიორებთან ულტიმატუმის ენით საუბარი?

- ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ოლიგარქიზაციის კანონი არის უსამართლო. თავიდან არ უნდა მომხდარიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში, შემდეგ ევროკავშირის რეკომენდაციაში.

მათთვის ეს თემა ძალიან დამაზიანებელია, რადგან იგი ივანიშვილს უკავშირდება და არა რომელიმე ოპოზიციის წევრს, რომელიც მდიდარია. ოპოზიციაში მყოფი ადამიანი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს, გავლენები სახელისუფლებო შტოებზე იმდენი ვერ ექნება, როგორც ივანიშვილს, რაც ქმნის პრობლემას.

ამ საკითხის გადაწყვეტა მათ არ უნდათ და ამიტომ მათი წინადადებები ულტიმატუმივით აღიქმება, რადგან ისინი საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ევროპელმა პარტნიორებმა ვერ გაარკვიეს თავად რა უნდათ.

თუმცა, პროცესის მართვა სხვანაირადაც შეიძლებოდა. ხელისუფლებას რეალურად რომ უნდოდეს ამ საკითხის გადაწყვეტა, თუ რამე კითხვა ჩნდება რეკომენდაციების მიმართ, ძალიან მარტივია ჩახვიდე პარტნიორებთან და ესაუბრო კონკრეტულ ადამიანებს. მათთან ერთად დაგეგმო და გაიარო თუ როგორ შეიძლება პრობლემების მოგვარება.

ხელისუფლებას რეალურად რომ უნდოდეს ამ საკითხის გადაწყვეტა, თუ რამე კითხვა ჩნდება რეკომენდაციების მიმართ, ძალიან მარტივია ჩახვიდე პარტნიორებთან და ესაუბრო კონკრეტულ ადამიანებს. მათთან ერთად დაგეგმო და გაიარო თუ როგორ შეიძლება პრობლემების მოგვარება

მაქსიმუმ 5 საკითხია პრობლემური. ხელისუფლებას არ უნდა ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. ახლა ასეთი ვითარებაა, თუ რამე შენიშვნა იქნება, გადაბრალებისთვის რესურსი არსებობდეს.

ანუ, ხელისუფლებას შეეძლოს სტატუსის არმიღების შემთხვევაში მომხდარის ვინმესთვის დაბრალება. თუ მოგვცეს მაშინ ხომ ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ მომხდარი ხელისუფლების დამსახურებაა.

სტატუსის არმიცემის შემთხვევაში არ გამოვრიცხავ ახალგაზრდების საპროტესტო აქციების ტალღის დაწყებას. სავარაუდოდ, ასე იქნება, რომ ძალიან დიდი მოლოდინია რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივის მომენტი ხელიდან არ გაუშვას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს