საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ორგანული პროდუქტების წარმოების მეთოდები დღითიდღე სრულყოფილი ხდება

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით, საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორი ვითარდება. ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონის მცირე მეწარმეები, განხორციელებული ტრენინგების შედეგად, ახლა უკვე სრულყოფილად ფლობენ ორგანული თაფლის, ჩაის და ღვინის წარმოების მეთოდებს.

სასწავლო მოდულები მოიცავდა, როგორც თეორიულ სესიებს, ასევე ინსპექტირების პრაქტიკულ სიმულაციებს. პირდაპირი კითხვა-პასუხის ფორმატმა, მონაწილეებს, ხელი შეუწყო გაერკვიათ ყველა საჭირო დეტალი და განეხილათ მაგალითები მათთვის საინტერესო საკითხებზე. გარდა ამისა, ნაწილი დაეთმო სტანდარტული და ორგანული წარმოების მეთოდებს შორის არსებული მკაფიო განსხვავებების განხილვას. მსგავსი სახის დისკუსიები უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს უწყობს, ორგანული წარმოების მსოფლიო რუკაზე საქართველოს პოზიციონირებისთვის მყარი საფუძვლის შექმნას.

ბიო მეფუტკრეობის მიმართულებით ჩატარებული ტრენინგების, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილისა და კონსულტანტების რეკომენდაციების შედეგად, ფერმერები, ბიო პრეპარატების გამოყენებაზე გადავიდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, შეამცირონ პროდუქციის თვითღირებულება და მიიღონ მაღალი ხარისხის და მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

„მეგონა, რომ რაღაც გარკვეული ცოდნა გამაჩნდა, თურმე ასე არ ყოფილა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ყოველივე“ - გვიამბობს ეკატერინე ციხისელი, კოოპერატივი „ღარულა“-ს წევრი.

ბიო მევენახეობის სფეროს ტრენინგების ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა სერტიფიცირების პროცესი ოყო. სემინარების მსვლელობისას, კონსულანტები, ადგილობრივ მეწარმეებს დეტალურად უზიარებდნენ ინფორმაციას ბიოსერთიფიკატის მოსაპოვებელი პროცედურების შესახებ. ასევე, ტრენინგების პროცესში განხილულ მრავალფეროვან თემებს შორის, აღსანიშნავია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიც არის ძირძველ, ტრადიციულ მეთოდებთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა და მათი ერთობლივი სინთეზი წარმოების პროცესში, რაც ბიო პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობას ზრდის.

„ასეთი ტრენინგები საინტერესოა, ინფორმაციულია და ყოველთვის ვეცდებით რომ მიღებული ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს, რომლებიც ჩენთან ერთად იღწვიან ერთი საერთო პროდუქტის მიღებისთვის“-გვიყვება სოფიო სამთელაძე-მეღვინეობა „ლომთაძის ოჯახის ღვინო“.

ორგანული ჩაის ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების შედეგები, თვალსაჩინოა ბენეფიციარების უმრავლესობისთვის, მაგალითად, მოსავლის მოყვანის, მათი დაავადებებისგან დაცვის და ბიო პრეპარატების გამოყენების კუთხით.

„ტრენინგებისგან შევიტყვე ისეთი რაღაცეები, რაც აქამდე არ ვიცოდი, მაგალითად: ჩაის მოკრეფისას აუცილებელია დაცული იყოს ტემპერატურა, აუცილებელია დილიდან 12 საათამდე მოკრიფო, მერე შეიძლება გადახურებული იყოს ჩაი. მსაგვსი დეტალები საბოლოო ჯამში განაპირობებს უკეთეს მოსავალს“- გვიამბობს კოოპერატივ „მთის ჩაის“ წარმომადგენელი რეზო ლაბაძე.

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მდგრადი სურსათის სერტიფიცირებისა და სტანდარტიზაციის სისტემების ჩამოყალიბება, ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც საკმარისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით, გარდაიქმნება მდგრად მექანიზმად. ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრისს მხარდაჭერით, დღეს, 29 მცირე მეწარმე, მათ შორის 9 ქალი, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან სრულყოფილად ფლობს ორგანული თაფლის, ჩაის და ღვინის წარმოების ძირითად პრინციპებსა და ორგანული სერტიფიცირების პრაქტიკას.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო/პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა