ილია დარჩიაშვილი ოპოზიციას - რა უშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას? - თქვენი საფუძველს მოკლებული ბრალდებები სახელმწიფოს მისამართით, თქვენი სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება

ძალიან გთხოვთ, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებს ნუ უქმნით ყალბ აღქმებს. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს არის ჩვენი მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატების კითხვას, თუ რა უშლის ხელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, მინისტრი პასუხობს, რომ ოპოზიციის შეფასებები, დამოკიდებულება, სკეპტიციზმი, ნიჰილიზმი...

„არმაზ ახვლედიანი აპრიორი საუბრობდა, რომ ვერ მივიღებთ სტატუსს. ბატონო არმაზ, ეს არის, რაზეც მე ვსაუბრობდი და ეს არის ის, რაც აზიანებს ჩვენს ქვეყანას. თქვენ იმაზე კი არ უნდა საუბრობდეთ, რომ ვერ მივიღებთ და ამას ასეთი სიხარულით ამბობდეთ... ეს ჩვენი საერთო გამოწვევაა. სიხარულით არა უკაცრავად, ენთუზიაზმით თქვით. ეს არის ყველაზე დიდი დამაზიანებელი, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებს ნუ უქმნით ყალბ აღქმებს. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და ეს არის ჩვენი მომავალი.ქალბატონი ანის [წითლიძის] მთავარი კითხვა არის, რა უშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას - თქვენი შეფასებები ქალბატონო, ანი. ეს უშლის ხელს, სამწუხაროდ. თქვენი დამოკიდებულება, თქვენი ამ პროცესში არ მონაწილეობა, თქვენი შეფასებები და საფუძველს მოკლებული ბრალდებები ჩვენი სახელმწიფოს მისამართით, თქვენი სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება. ეს ყველაფერი ერთიანობაში, დიდ სურათში უშლის ხელს. აი, ზუსტად იმ სულისკვეთებით, რომელზეც ბატონი არმაზის საუბრობდა დღეს. ეს უშლის ხელს,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო