ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის შეხვედრაზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მეორე ვადით, კონფერენციის თავმჯდომარედ აირჩიეს

მიმდინარე წლის 15 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის შეხვედრა გაიმართა, სადაც კონფერენციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი რიგით მეორე ვადით, აირჩიეს კონფერენციის თავმჯდომარედ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სახელით ბატონ გიორგი სოსიაშვილს ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარის რანგში!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს