აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები  შეიკრიბნენ და თორნიკე რიჟვაძის განცხადება გააპროტესტეს

„კადიროვის მასპინძელო“, „ლაჩარო თორნიკე“, „ანწუხელიძე გმირია“, - ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადება გააპროტესტეს. მათი თქმით, თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებენ, რომ პოლიტიკურო პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს.

„საქართველომ ამხანაგი რიჟვაძის მიერ მორიგი მოღალატეობრივი განცხადება მოისმინა, რაც შეურაცხყოფა იყო ომში დაღუპულ გმირებისა და მათი ოჯახების მიმართ. ომი გაცილებით ადრე დაიწყო და დღეს გრძელდება უკრაინაში. მოვუწოდებთ თორნიკე რიჟვაძეს, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს, რადგან აჭარას 19 გმირი ჰყავს, რომელიც შეეწირა 2008 წლის მოვლენებს", - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ინფორმაციისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენის დროს ბათუმში რუსი ტურისტების მატების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რუს ტურისტებს 2008 წლის „ლაჩრულად წაგებული“ ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა „მწვანე აუნთო“.

„2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის