გიორგი ამილახვარმა ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა სკოლის კამპუსი დაათვალიერა, უწყების თანამშრომლებთან და ტრენინგების მონაწილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა სკოლის პროგრამები, სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება