ლადო მგალობლიშვილი - თორნიკე რიჟვაძემ სააკაშვილის ლაჩრულ ქმედებაზე, ომის შემდეგ უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, არის სიცრუე და სიმულაცია

თორნიკე რიჟვაძემ სააკაშვილის ლაჩრულ ქმედებაზე, ომის შემდეგ უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, არის სიცრუე და სიმულაცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისივე მტკიცებით, ლაჩრობაზე საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იგულისხმა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლაჩრული ქმედება ომის დროს, კონკრეტულად, საუბარი იყო გორის ინციდენტზე.

„მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ „ნაციონალს“ მოუვა თავში ქართველ კაცს დააბრალოს, თითქოს მან თქვა, რომ ქართულმა ჯარმა ლაჩრულად წააგო ომი. ბუნებრივია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი დეზინფორმაცია. მთავრობის თავმჯდომარემ იგულისხმა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლაჩრული ქმედება ომის დროს, კონკრეტულად, საუბარი იყო გორის ინციდენტზე. ასევე, იმავე კონტექსტში იყო ამ ომის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან და აღდგა უვიზო მიმოსვლა.ზუსტად ეს კონტექსტი იყო თავიდან ბოლომდე, დანარჩენი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, არის სიცრუე და სიმულაცია”, - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა