ტიტე აროშიძე - თორნიკე რიჟვაძემ ლაჩარი უწოდა იმდროინდელ მხედართმთავარს, რომელიც მიწაზე ფორთხავდა, ამიტომ, „ნაცმოძრაობის“ მცდელობა, თითქოს ლაჩარი უწოდა მებრძოლებს, არის სრული სიცრუე და პროვოკაცია

თორნიკე რიჟვაძემ ლაჩარი უწოდა იმდროინდელ მხედართმთავარს, რომელიც მიწაზე ფორთხავდა, ამიტომ, „ნაცმოძრაობის“ მცდელობა, თითქოს ლაჩარი უწოდა მებრძოლებს, არის სრული სიცრუე და პროვოკაცია, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ განაცხადა, რითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისამართით „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უპასუხა.

ტიტე აროშიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს კიდევ ერთი ბინძური პიარ-კამპანიის წამოწევას.

,,ნაციონალური მოძრაობის მცდელობა - უკუღმა წარმოაჩინოს მოვლენები ყველანაირ ასპექტში, უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ის, რაც გუშინ ბატონმა თავმჯდომარემ ბრძანა, ლაჩარი მხედართმთავრის მიერ ომის წაგებასთან დაკავშირებით, ეს არ არის ახალი, ეს იცის ყველამ, რომ ეს იყო ლაჩარი პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიწაზე ფორთხვით ემალებოდა რუსულ თვითმფრინავებს. აქ საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზე და იმდროინდელ გუნდზე, ეს იყო კეზერაშვილი, ეს იყო უგულავა, ეს იყო მერაბიშვილი, რომლებიც თავისი სიმხდალით ცდილობდნენ გაემართლებინათ შემდგომ ის სიტუაცია, რომელ სიტუაციაშიც აღმოჩნდა მთლიანად საქართველო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ იმ გმირებს და თითოეული ქართველის გულში მათ ღირსეული ადგილი უჭირავთ. ჩვენ ვამაყობთ ამ ისტორიით! იმ ისტორიით, რომელიც ჩვენ გვაჩვენეს იმ გმირმა ბიჭებმა, არა მხოლოდ, 2008 წელს. ეს არის ჩვენი ისტორია და ეს არის საამაყო ფურცელი, რომელიც დაიწერება საქართველოს ისტორიაში და თითოეული ქართველის გულში. ამიტომ, მცდელობა იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოაჩინოს, თითქოს მთავრობის თავმჯდომარემ სიმხდალე უწოდა და ლაჩარი უწოდა იმ ადამიანებს ვინც იბრძოდა, ეს არის სრული სიცრუე, სიყალბე. „ნაცმოძრაობა“ ცდილობს კიდევ ერთი ბინძური პიარ-კამპანიის წამოწევას.

ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივათ არც ეს! ყველაფერი გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ, ყველაფერი გაიგო ისე, როგორც საჭიროა. მცდელობა "ნაციონალური მოძრაობისგან" კრახით დასრულდა”, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის