აჭარის მთავრობის სახლთან 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე პირები იკრიბებიან

აჭარის მთავრობის სახლთან, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე პირები იკრიბებიან.

როგორც ორგანიზატორები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაა.

მათი თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით რიჟვაძემ მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა, რაც მათთვის მიუღებელია.

როგორც აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, თორნიკე რიჟვაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს.

„რატომ გვიწოდა ლაჩრები, ახსნა-განმარტებას ვითხოვთ. შეხვედრაზე თუ მიგვიღო, ტელევიზიებიც დაუშვას ამ შეხვედრაზე. ხომ არის გამბედავი, შეგხვდეს და განგვიმარტოს. პრორუსია, რამზან კადიროვის მიმღები! ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ გამბედაობა ეყოფა და შეგხვდება. ის საჯარო პირია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა. მიხეილ სააკაშვილი ჩემი მთავარსარდალი იყო, მან ქვეყანა და სახელმწიფო შეინარჩუნა. ჩამოიყვანა ლიდერები, რომელი გვამი მიატოვა მან? როგორ მიაყენა ანწუხელიძეს და სხვა გმირებს შეურაცხყოფა? უნდა წავიდნენ და ეს ქვეყანა ხალხს დაუტოვონ. ჩვენზე უკეთესად არავინ იცის, რომელი გენერალი იბრძოდა ბრძოლის ველზე. რამდენი წელია ხელისუფლებაში არიან და ზიზღის ენით საუბრობენ. თორნიკეს ასაკში ვიყავით, როცა ომში ვიბრძოდით. აქ ქვების სასროლად არ მოვსულვართ”, - განაცხადა ყოფილმა სამხედრო პირმა.

ინფორმაციისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენის დროს ბათუმში რუსი ტურისტების მატების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რუსს ტურისტებს 2008 წლის „ლაჩრულად წაგებული“ ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა „მწვანე აუნთო“.

„2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა