ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. გაფიცული მაღაროელები მე-6 დღეა შიმშილობენ.

ისინი მუნიციპალიტეტის მერიასთან რჩებიან და პერიოდულად ქალაქში მსვლელობას მართავენ. გუშინ ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

დასაქმებულები კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ და მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

მათი თქმით, აქციები შეწყდება და მუშაობა განახლდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულების ხელფასები გაიზრდება და პირობები გაუმჯობესდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა