ზურაბ ჯაფარიძეზე, თსუ-სა და ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე, თსუ-სა და ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ზურაბ ჯაფარიძეზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება თსუ-ში ახალგაზრდებს შორის მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე დაშავდა, მიყენებული დაზიანებებით კი, ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტს, რომელშიც თავად ლუკა შველიძე, მისი დედა და სამართალდამცველი მონაწილეობდნენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ხეჩინაშვილში მომხდარ ინციდენტს წინ თსუ-ში დაპირისპირება უძღოდა. უნივერსიტეტში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და თსუ-ს ლექტორის ირაკლი კობახიძე ლექციის ჩატარების დროს ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს ლუკა შველიძე და მისი ახლობლები დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ, ლუკა შველიძე ირწმუნებოდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია