ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რა გახდა მე-10 სართულიდან მოზარდის გადმოვარდნის მიზეზი უცნობია.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.