ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიებას აპროტესტებს

მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიებას აპროტესტებს.

როგორც ვატო შაქარიშვილმა „კოკა-კოლას“ ქარხანასთან, სადაც “ფრანკლინის კლუბის” ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია იმართება, განაცხადა, ტერიტორიაზე მივიდნენ იმის სათქმელად, რომ "ფრანკლინის კლუბი" არის "მავნებლური და ტერორისტული" ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება "ქვეყნის გარედან, რათა ახალგაზრდები და ბავშვები გამოიყენონ პროვოკაციისთვის".

მისი თქმით, საქართველოში რევოლუციურ სცენარებს ვერავინ ვერ აღასრულებს.

„დესტრუქციული ძალებისგან განსხვავებით ჩვენი პროტესტი ყოველთვის იქნება მშვიდობიანი. ჩვენ მოვედით იმის სათქმელად, რომ საქართველოში, ამ ქვეყანაში "ფრანკლინის კლუბი" არის მავნებლური ორგანიზაცია, ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ქვეყნის გარედან და მიმართულია იმისკენ, რომ რამენაირად ახალგაზრდები და ბავშვები გამოიყენონ პროვოკაციისთვის, არეულობის მოსაწყობად და ეს ჩემი შეფასება რომ არ არის, ამას ადასტურებს 7-8 მარტის მოვლენები, როდესაც ოდიოზურად წოდებულმა პოლიტიკოსებმა, დამნაშავეებმა და ამ ქვეყნის მტრებმა, რომლებიც აქ მოწვეული ჰყავთ ე.წ. სპიკერებად, წაიყვანეს ეს ბავშვები პროვოკაციაზე, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები, მოაწყვეს ქაოსი და არეულობა ამ ქალაქში და მერე ეს ბავშვები მიატოვეს, თვითონ კი ტელევიზორებთან ისხდნენ, ხელებს იფშვნეტდნენ როდის შეეწირებოდა ვინმეს სიცოცხლე ამ მოვლენებს. ამ ხალხთან გვაქვს საქმე და აქ მოვედით იმის გასაპროტესტებლად, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება და ამ ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს ვერავინ ვერ აღასრულებს და რაც მთავარია, ვერ აღასრულებს ამას ბავშვების გამოყენებით. ჩვენ დავიცავთ ბავშვებს, დავიცავთ ლგბტ პროპაგანდისგანაც, რასაც მაკდონალდსი აკეთებს და რაზეც ბოდიშის მოხდაც არ უნდა თემურ ჭყონიას და დავიცავთ ამ ქვეყანას არეულობისგან, დესტაბილიზაციისგან და რევოლუციური სცენარებისგან“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს “კოკა-კოლას" ქარხნის შესასვლელიდან მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლება სთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ “ფრანკლინის კლუბის” ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით “კოკა-კოლას” ქარხანაში კონფერენცია იმართება.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება