ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. მან პროტესტის ამ ფორმას მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მიმართა. ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი მეცამეტე დღეა გრძელდება.

ათი გაფიცული კი რამდენიმე დღეა შიმშილობს, მათგან ერთ-ერთს პირი აქვს ამოკერილი. მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ.

გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მედიაციის პროცესში ჩართულია სახალხო დამცველი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო