ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში, ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი სლოგანით „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ მოეწყო

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ჯამში 70-მდე მეღვინეობამ მიიღო. ფესტივალში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყო წარმოდგენილი.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელსაც, როგორც ადგილობრივი, ასევე ამერიკელი ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური ჰყავდა. კონკურსში, 70 მეღვინეს შორის ბოლნისიდან დიდი ოქრო - „შალოს მარანმა“ და „მუხიგულის ღვინომ“ მოიპოვეს.

„ამავე დღეს, ძველ გერმანულ უბანში, გაიხსნა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ექსკლუზიურად ბოლნისური ღვინის სადეგუსტაციო სივრცე იქნება. საუკუნოვანი გერმანული სახლი ბოლნისში მდებარეობს და მისი სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია კომპანია „არემჯის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი.

ღონისძიების სტუმრების განწყობაზე ბოლნისის ახალგაზრდულმა ბენდმა „მედიატორი“ იზრუნა. ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით დაიხურა.

ფესტივალის წარმდგენი იყო „არემჯი“, ფესტივალის მხარდამჭერები კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის