რეზო ხარაზი - ბათუმის მერია დახურულ, სუს-ის შენობად იქცა

ბათუმის მერია დახურულ, სუს-ის შენობად იქცა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის მერია საკრებულოს წევრებს საჯარო ინფორმაციას არ აწვდის, რაც კორუფციულ ეჭვებს ბადებს. რეზო ხარაზი სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

„ბათუმის მერია დახურული ორგანოა. საკრებულოს წევრთან ანგარიშვალდებული არიან, რომ ბათუმის მერიამ 10 დღის ვადაში საჯარო ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ, თუმცა ისინი მალავენ. აქ მოვიტანეთ, კონკრეტული საჯარო ინფორმაციები, რომლებზეც დოკუმენტებს ვითხოვთ, ეს ეხება: გაცემულ სამშენებლო ნებართვებს, რკინა-ბეტონის საფარით ქუჩების მიმდინარე სამუშაოებს, სანიაღვრე ქსელის მოვლა-ექსპლუატაციის საკითხს, სადაც პრობლემებია, ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ველობილიკებს, ასევე, მერიის ბალანსზე რა სატრანსპორტო საშუალებები არსებობს, როგორ მოხდა მათი შეძენა, რაზეც პასუხები არ მიგვიღია.

საპარკინგე სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით კონკრეტული წერილით მივმართეთ, რაზეც პასუხი არ მიმიღია.

მივმართავ სასამართლოს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაიწყონ მუშაობა, რათა ბათუმის მერია ღია ორგანიზაციად იქცეს.

რატომ არ გვაძლევს წერილებზე პასუხებს? ესეიგი არ აქვთ პასუხი, თუ აქვთ პასუხი კორუფციული სქემებია და გასაჯაროების ეშინიათ“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის