ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დებატების ეროვნულ ტურნირში ჩაერთო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დებატების ეროვნულ ტურნირში ჩაერთო, რომელიც პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

სემეკის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დებატების კლუბები, რომლებიც იმსჯელებენ საქართველოში სასმელი წყლის საკითხებზე. დებატების ტურნირის ფინალური ეტაპი 27-28 ივნისს გაიმართება.

მათივე ცნობით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებისა და დებატებში მონაწილეთა ინფორმირებულობისათვის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თემურ ლოჩოშვილმა წყალმომარაგების რეგულირების საკითხები გააცნო პროექტის 800-ზე მეტ მონაწილეს, რომლებშიც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

წყალმომარაგების საკითხებზე მოდებატეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ დამატებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სემეკის წარმომადგენლები მონაწილეებს წყალმომარაგების სატარიფო პოლიტიკასა და ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიას გააცნობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება