ლევან ხაბეიშვილი - ლავროვის და პუტინის გაპროტესტების გამო, ადამიანებს სასამართლოდან სასამართლოში ატარებენ, რამდენიმე საათს პატიმრობაში ატარებინებენ, ახლა ემუქრებიან, რომ 2000-4000 ლარს ჯარიმებს დაგიწერთო

ლავროვის და პუტინის გაპროტესტების გამო, ადამიანებს, ახალგაზრდებს, ფაქტობრივად სასამართლოდან სასამართლოში ატარებენ, შემდეგ რამდენიმე საათს პატიმრობაში ატარებინებენ, ახლა ემუქრებიან, რომ 2000-4000 ლარს ჯარიმებს დაგიწერთო, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, რუსული რეჟიმის გაპროტესტება, რუსული პარტიის მიერ დასჯადი გახდა.

„ლავროვის და პუტინის გაპროტესტების გამო, ადამიანებს, ახალგაზრდებს, ფაქტობრივად სასამართლოდან სასამართლოში ატარებენ, შემდეგ რამდენიმე საათს პატიმრობაში ატარებინებენ, ახლა ემუქრებიან, რომ 2000-4000 ლარს ჯარიმებს დაგიწერთო.

მართლა უცნაურია, ოკუპირებული არის ჩვენი ქვეყანა და პუტინისტური რეჟიმის გაპროტესტება დასჯადია ამ ქვეყანაში, მაგრამ რუსული ხელისუფლების პირობებში ეს არ გვიკვირს.

შესაბამისად, აქ ამ კონკრეტული ადამიანების მხარდასაჭერად ვარ. საერთოდ არ მგონია, რომ რაიმე სასამართლო პროცესი ჩატარდება. დარწმუნებული ვარ ე.წ. მოსამართლეს უკვე განაჩენი გამოტანილი აქვს, დაწერილი აქვს და დიდი ალბათობით ამ ადამიანებს დააკისრებენ ხარკს, როგორ გაბედეს და ლავროვს და პუტინს როგორ აპროტესტებენ ამის გამო.

ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველამ კარგად იცოდეს, რომ რუსული რეჟიმის გაპროტესტება, რუსული პარტიის მიერ დასჯადი გახდა და შესაბამისად, ასეთ რეჟიმებს კიდევ უფრო მძიმედ, კიდევ უფრო მწვავედ უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს