კობა კობალაძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში,მცხეთა-მთიანეთში რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი, მურთაზ გაბიტაშვილი წარადგინა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს ბაკურ ავსაჯანიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ქირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ რეგიონში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ახალი უფროსი, მურთაზ გაბიტაშვილი წარადგინა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მურთაზ გაბიტაშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანია. მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. დაჯილდოებულია მედლით "მხედრული მამაცობისთვის" და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

„შეხვედრებზე, კობა კობალაძემ, დეტალურად ისაუბრა რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავების, სამსახურის ბენეფიციართა ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის, ამ კუთხით ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევისთვის, სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის გაღრმავების შესახებ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ამირიძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება