„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი - ჭიათურაში კომპანიის ფინანსური ზარალი 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია

ჩვენი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში, 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, მათი მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური, - ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულების მხრიდან მოთხოვნა, ანაზღაურების 20%-ით გაზრდას შეადგენს.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია მზაობას გამოთქვამს, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან.

„ცალსახად იყო მოთხოვნილი ხელფასების 20%-იანი მატება. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ წლებია კომპანია ზარალიანია. წლებია, ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება. 15% ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან არის 10 მლნ დოლარის ოდენობით წლიური ხარჯი. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანია, სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში. არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეჩერებული იყოს. ვცდილობთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და ყველაზე მარტივ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. მზად ვართ, ღია ვართ, დამოუკიდებელი აუდიტის ჩართულობით, კომისიის შექმნის გზით, რაც სახელმწიფოს მონაწილეობით იქნა შემოთავაზებული, რომელშიც ჩართული იქნებიან, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიატორი, შრომის ინსპექტორი, დასაქმებულები და დამსაქმებლები. მზად ვართ, ერთობლივად შევისწავლოთ, თუ რა ხდება, რამ გამოიწვია ზარალიანობა ჭიათურაში, რატომ მივედით ამ შედეგამდე, რა გამოსწორების გზებს ვთავაზობთ ჩვენ დასაქმებულებს, ერთად ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ გამოვიყვანოთ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან,“ - განაცხადა თუთბერიძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას