საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ დეპუტატს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.
- ბატონო არმაზ, ძალადობით გამორჩეულ გასულ შაბათ-კვირის ავტორად ხელისუფლების ოპონენტები ხელისუფლებას ასახელებენ. დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძალადობის ფაქტების დამთხვევა, შესაძლოა, მხოლოდ შემთხვევითობა იყოს.
არადა,საშინაო პოლიტიკაში ისეთი დღის წესრიგი უნდა გვქონდეს, რომელიც მთლიანად მიძღვნილი იქნებოდა ევროპასთან დაახლოების გზების ძიებას. ამისთვის კი საჭიროა სააზროვნო სივრცე იყოს გახსნილი, აქტიურად იყოს ამავე თემებზე დიალოგი გაღრმავებული.
ხდება პირიქით, სააზროვნო სივრცე კი არ ფართოვდება, ვიწროვდება. დიალოგი კი არა, კარგა ხანია მმართველი გუნდი ოპონენტებთან პოლემიკაშიც კი არ შედიან, არ დადიან გადაცემებში და ასე შემდეგ.
ქართულ პოლიტიკაში ძალადობის თემა არახალია, მაგრამ ახლა რა ეტაპსა და საფრთხეების წინაშე ვართ?
- სამწუხაროდ, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ხდება, აჩვენებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ ემზადება განსაკუთრებულად. ერთი მხრივ „ოცნების“ ლიდერებს ესმით, რომ მათი რეიტინგი მკვეთრად ეცემა. მეორე მხრივ, ისიც კარგად ესმით, რომ წარმოუდგენელი ტემპით კარგავენ პარტნიორებს დასავლეთში.
ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა იქნება არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე. მომდევნო წლის ამ დროს. არ დაგიმალავთ, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, უმჯობესია რეალობას თვალი გაუსწოროთ და გავიაზროთ რა რეალურ საფრთხეებთან გვაქვს საქმე
მათთვის ისიც გასაგები და მკაფიოა, რომ ძველი მეთოდებით, თუნდაც უკანონო მეთოდებით ვეღარ შეძლებენ მომდევნო არჩევნებში გამარჯვებას. ამიტომაც ახლა, „ოცნების“ წინაშე დადგა თვისობრივად ახალი ამოცანა - ნებისმიერ ფასად შეძლონ 2024-ში ძალაუფლების შენარჩუნება. ამის ერთადერთი ინსტრუმენტი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ნაადრევად გამოცხადებული და უკვე საკმაო სიმძლავრით აგორებული ძალადობა.
ვინაიდან ახლა ეს ამგვარად ხდება, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა იქნება არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, მომდევნო წლის ამ დროს. არ დაგიმალავთ, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, უმჯობესია რეალობას თვალი გაუსწოროთ და გავიაზროთ რა რეალურ საფრთხეებთან გვაქვს საქმე.
ეს არის უდიდესი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ახლა დგას ყველაზე მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. ასეთი ისტორიული შანსი საუკუნეებია საქართველოს არ ჰქონია. ახლა უნდა გაირკვეს ჩვენ ევროპის სრულუფლებიანი, ღირსეული ნაწილი ვიქნებით, თუ არშემდგარ სახელმწიფოდ დავრჩებით.
ასეთ ეპოქალურ გზაგასაყარზე საქართველო საუკუნეებია არ ყოფილა. სწორედ ახლა უნდა გაირკვეს ჩვენ ევროპის სრულუფლებიანი, ღირსეული ნაწილი ვიქნებით, თუ არშემდგარ სახელმწიფოდ დავრჩებით.
- ვინც ქართულ პოლიტიკას კარგა ხანია აკვირდება, მათთვის პოლიტიკური ბრძოლა წესების გარეშე უცხო არაა, მაგრამ, ფაქტია, რომ არჩევნებამდე წლინახევრის ადრე პოლიტიკაში ძალადობას ისეთი ფორმები აქვს შეძენილი, რომ როგორც ჩანს, საფრთხეები აშკარად დიდი გვაქვს.
ვითარებაში, როცა აქტუალურია მესამე ძალის ჩამოყალიბების პრობლემა და ისიც დამოკიდებულია იმაზე საერთოდ დაიწევა თუ არა 5%-იანი ბარიერი. რადგან თქვენ ხელისუფლების ქმედებებზე ისაუბრეთ, ალბათ, ახლა უპრიანი იქნება ოპოზიციის გეგმებზე ვისაუბროთ.
ბორჯომში ჩატარებულ ღონისძიებაზე რეაქციებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციური ძალების დღის წესრიგი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს აცდენილია. მიუხედავად ამისა, კითხვას მაინც ასე დავსვამდი - სავარაუდოდ, როგორი უნდა იყოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დღის წესრიგი?
- დიახ, ქართული სინამდვილისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში არახალია ძალადობა. ჩვენ გვახსოვს ძალადობის წარმოუდგენელი ფაქტები. ვინ არ მიმართავდა ძალადობას სხვადასხვა დოზით. მაგრამ, ისიც კარგად გვახსოვს, რომ ადრე თუ გვიან, ვინც ძალადობის გზით გადაწყვიტა ძალაუფლების შენარჩუნება, საზოგადოებამ ყველას გამოუტანა განაჩენი .
ეს უმნიშვნელოვანესი გაკვეთილია, რომელსაც ვერც ერთი მომდევნო ხელისუფლება სათანადოდ ვერ იაზრებს, ვერ ითვალისწინებს და საუბედუროდ, ამასთან გვაქვს ახლაც საქმე, ოღონდაც სულ სხვა ხარისხში - დღეს საქართველოში ამ მხრივ აბსოლუტურად დრამატული ვითარებაა.
რაც შეეხება დღის წესრიგს და სამოქმედო გეგმას. შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი უკვე ჩამოყალიბებულია, მკაფიოა და მისი მთავარი გამხმოვანებელი ირაკლი კობახიძე, როგორც ჩანს, არანაირ სასიკეთო კორექტივებს ამ გეგმაში არ შეიტანს.
ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, მათ შორის გაყალბებით და რაც ყველაზე საუბედუროა, უპრეცედენტო ძალადობით, რომელიც მომდევნო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელწერა იქნება.
მიმაჩნია, რომ თუ ოპოზიციის, საზოგადოებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგი სრულ შესაბამისობაში მოვა საქართველოსთვის დღეს არსებულ გამოწვევებთან, 2024 წლის არჩევნების, ევროკავშირის სტატუსის მიღების და უკრაინაში რუსეთის აგრესიის კონტექსტში, მაშინ სავსებით შესაძლებელი და რეალისტურია რომ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი განულებულდეს და საქართველომ, საბოლოო ჯამში შეძლოს ამ მართლაც მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევა.
თუ ოპოზიციის, საზოგადოებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგი სრულ შესაბამისობაში მოვა საქართველოს უმთავრეს გამოწვევებთან, 2024 წლის არჩევნების, ევროკავშირის სტატუსის მიღების და უკრაინაში რუსეთის აგრესიის კონტექსტში, მაშინ სავსებით შესაძლებელი და რეალისტურია რომ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი იყოს ფაქტობრივად განულებული და საქართველომ, საბოლოო ჯამში შეძლოს ამ მართლაც მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევა.
რაც შეეხება საზოგადოებას. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ საკმაოდ არიან ის მოქალაქეები, რომლებსაც გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ 2024 წლის არჩევნები მეტ-ნაკლებად იმავე გარემოში ჩაივლის, როგორც ეს ყოფილა ადრე. იქნება ძალადობა, მაგრამ აქა-იქ და ეს საბოლოო ჯამში ვერ მოახდენს მკვეთრ გავლენას არჩევნების შედეგზე.
ამ მოქალაქეების საყურადღებოდ ვიტყოდი: ახლა, როგორც არასდროს, ყველას გვმართებს სიფრთხილე და იმის სრულად გაცნობიერება, რომ თუკი არ იქნება მტკიცე და ხანგრძლივი პროტესტი ძალადობის მიმართ, ყველა სხვა საკითხი აზრს დაკარგავს.
ამ ტიპის ხელისუფლებისთვის ძალადობა ის ინსტრუმენტია, რომლითაც იგი ცდილობს ადამიანების დაშინებას და ყოველგვარი პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივობიდან ჩამოცილებას. სხვები უბრალოდ დატოვებენ საქართველოს. ჩაიქნევენ ხელს და უიმედობას მიეცემიან.
შესაბამისად ძალადობა არის ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა. ამიტომაც გვმართებს გამოფხიზლება და ამ უმთავრესი და ფუნდამენტური, დრამატული პრობლემის გასიგრძეგანება. ეს მართებს პირველ რიგში საზოგადოებას.
თუ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის პრობლემას საზოგადოება სათანადოდ ვერ გაიაზრებს, არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, თუნდაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები დასავლეთში, შეძლებენ საკუთარი დღის წესრიგის შესაბამისობაში მოყვანას ამ გამოწვევებთან.
თუ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ამ უმწვავეს პრობლემას საზოგადოება სათანადოდ ვერ გაიაზრებს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია, თუნდაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები დასავლეთში, შეძლებენ საკუთარი დღის წესრიგის შესაბამისობაში მოყვანას ამ გამოწვევებთან.
- ამ ვითარებაში ოპოზიციის დღის წესრიგი როგორი უნდა იყოს?
- ჩემი დაკვირვებით დღეს რაც მართებს პასუხისმგებლობიან ოპოზიციას, ყველა მის განშტოებას ისაა, რომ თავი გავანებოთ თავდასხმას ერთმანეთზე იმ შემთხვევაში, თუ ვიცით, რომ ამოცანა არის ერთადერთი და უმთავრესი - საქართველომ თავი დააღწიოს 2024 წლის არჩევნების გზით მოძალადე ხელისუფლებას.
ვისთვისაც ეს არის ამოცანა, ყველამ უნდა შეძლოს მიუხედავად ზოგჯერ რადიკალური, სრულიად შეუთავსებელი განსხვავებებისა, საერთო ენის პოვნა, იმიტომ რომ შეიქმნას საერთო ოპოზიციური ფრონტი.
დღეს რაც მართებს პასუხისმგებლობიან ოპოზიციას, ყველა მის განშტოებას ისაა, რომ თავი გავანებოთ თავდასხმას ერთმანეთზე იმ შემთხვევაში, თუ ვიცით, რომ ამოცანა არის საერთო და უმთავრესი, რომ საქართველომ თავი დააღწიოს 2024 წლის არჩევნების გზით მოძალადე ხელისუფლებას.
ვინც ამ საკითხს ვერ გაიზიარებს, ჩემი გადასახედიდან და დაკვირვებით ძალიან ბევრს ავნებს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ პროცესს. სწორედ მათზე იქნება საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობის ტვირთი ყველა შესაძლო შედეგზე.
- ეს წელი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ უნდა გაირკვეს ჩვენი ევროპულ სწრაფვებთან დაკავშირებული საკითხები.
ამ თვალსაზრისით პრობლემები აშკარად გვაქვს. ვინც ევროპული რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებას ყურადღებით ადევნებს თვალს, ამასთან დაკავშირებით ურთულეს პროცეს პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირს ან ევაჭრება, ან აშანტაჟებს.
ბევრი თვლის, რომ თუ სტატუსი მოგვანიჭეს, იგი მაინც გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ, პრობლემად დარჩება ის შეუსრულებელი რეკომენდაციები, რომელსაც არ თუ ვერ ვასრულებთ.
თქვენ როგორ დაახასიათებდით რეკომენდაციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ქცევას, ეს უფრო ვაჭრობაა თუ შანტაჟი?
- მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის უმთავრესი მოვლენა იქნება ბრიუსელის პასუხი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს რომ სტატუსის საკითხი მთლიანად ბმაშია 2024 წლის არჩევნებთან.
საქმე ისაა, რომ სტატუსის მიღება შესაძლებელია 12 რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში. ეს ვალდებულებები თუ შესრულდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ სტატუსს მივიღებთ, არამედ წელგამართული შევხდებით 2024 წლის არჩევნებს- დემოკრატიულ, სამართლებრივ ფორმაში. სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი.
საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ამ ვალდებულებების შესრულება იმიტომაა მიუღებელი და წარმოუდგენელი, რომ მათი თუნდაც ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში მმართველი გუნდი გამოჩნდება სუსტად საზოგადოებისა და ოპონენტების თვალში და ამასთან ერთად დაკარგავს გავლენის ძველ ინსტრუმენტებს - ნაცადი შავრაზმული ხერხებით არჩევნებში ნებისმიერი გზით წარმატების მოპოვების შესაძლებლობას.
ვიმეორებ, სწორედ ამიტომ „ქართული ოცნებისთვის“ საფუძველშივე მიუღებელია 12 პუნქტის რეალურად შესრულება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება მის მისწრაფებებს. არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ აღარავის სჯერა „ქართული ოცნების“ დაპირებების.
„ქართული ოცნებისთვის“ საფუძველშივე მიუღებელია 12 პუნქტის რეალურად შესრულება. ხელისუფლება თავს იწონებს შეუსრულებელი, ყალბი სქემებით. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ უკვე ყველამ იცის, რომ ეს არის ფასადურობა და „ქართული ოცნების“ დაპირებების აღარავის სჯერა.
სტატუსის საკითხი შესაძლოა შემოდგომაზე გადაწყდეს სხვადასხვა გზით:
დღეს ბრიუსელისთვის და ევროატლანტიკური სივრცის სხვა დედაქალაქებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა რა გადაწონიდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ გზაზე - ახლა რაღაცაზე თვალის დახუჭვა და სტატუსის მონიჭება საარჩევნო კონტექსტში, თუ რამე სხვა.
შესაძლოა, სტატუსის მოცემა გადაგვივადონ და საკითხის განხილვა 2024 წლის არჩევნების კონტექსტში მოხდეს. ვფიქრობ, რომ ამაში არის ლოგიკა, მაგრამ არის საფრთხეებიც.
ეს გადაწყვეტილება რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, ჩვენ ამას ვგრძნობთ, ვხედავთ, თუნდაც პრემიერ ღარიბაშვილის ბოლო შეხვედრებიდან კანცლერ შოლცთან და შარლ მიშელთან.
მაგრამ, იმასაც ვხდებით, რომ დასავლელ ლიდერებს კარგად ესმით, რომ „ქართული ოცნება“ ამ გზაზე ყველაზე დიდი მუხრუჭია საქართველოსთვის. მაგრამ, გამოსავლის პოვნა არ არის დასავლეთის ხელში. ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ, ქართველ ხალხს.
- მმართველი გუნდის მხარდამჭერებისგან ხშირად ამბობენ - თუ საქართველოს სტატუსს არ მისცემენ, ქვეყანას „რუსეთის საკბილოდ“ დატოვებენ.
მაგრამ, სანამ საქართველო საბოლოოდ აღმოჩნდება „რუსეთის საკბილო“, მანამდე ვხედავთ, რომ საქართველო ისეთი ტემპებით ხდება დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე მაშინ, როცა კოლექტიური დასავლეთი ცდილობს შეუზღუდოს რუსეთს წვდომა მსოფლიო ბაზრებზე და ფინანსებზე, ჩვენ ისედაც რუსეთის საკბილოდ ვართ ქცეული.
ვითარებაში, როცა „ქართული ოცნება“ თავად არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ევროპის მიმართულებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ემსახურებოდეს ამგვარი გზავნილები?
- დიახ, ასეთია ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ნებისმიერი ხელისუფლების ცდუნება, წარუმატებლობას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. სწორედ ასე იქცევა „ქართული ოცნებაც“. მას მიაჩნია, რომ შარშან სტატუსი რომ არ მოგვცეს, ეს ყველას ბრალია - დასავლეთის, ოპონენტების, კრიტიკული მედიის, სამოქალაქო აქტივისტების, მაგრამ, ცხადია, რომ საკუთარ ბრალეულობას ვერაფერში ხედავს.
ყოველ შემთხვევაში, არ აღიარებს. და სწორედ ამ გზით მიდის შემოდგომისკენ, არადა, თავადაც კარგად ესმის, რომ საუბედუროდ, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ საქართველომ ამჯერადაც ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
მთელი ეს აღვირახსნილი კამპანია, რაც ახლა „ქართული ოცნების“ მიერ ტარდება, ძალადობა, შეურაცყოფა, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ იმ დღეს, როცა გახდება ცნობილი სტატუსის მიუღებლობის შესახებ, ერთი ათად ანთხიოს ბრალდებების კორიანტელი დასავლეთის, პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოების კრიტიკული ნაწილის მისამართით.
მთელი ეს აღვირახსნილი კამპანია, რაც ახლა „ქართული ოცნების“ მიერ ტარდება, ძალადობა, შეურაცხყოფა, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ იმ დღეს, როცა გახდება ცნობილი სტატუსის მიუღებლობის შესახებ, ერთი ათად ანთხიოს ბრალდებების კორიანტელი დასავლეთის, პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოების კრიტიკული ნაწილის მისამართით.
არადა, მოდით ვიყოთ გულწრფელი, ერთადერთი ინსტიტუცია, ვის ხელშიცაა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების პატიოსნად, კეთილსინდისიერად შესრულება და თუნდაც დღეიდან, დასავლელი პარტნიორებში განწყობების დადებითად შეცვლა, ესაა „ქართული ოცნება“.
მაგრამ, ამას სჭირდება მტკიცე პოლიტიკური ნება ამ ვალდებულებებისა და რეფორმების შესასრულებლად. ამასთან ერთად აუცილებელია ხელისუფლების სამეტყველო ენის შეცვლა. ზიზღის ენის ჩანაცვლება ჯანსაღი, კეთილგანწყობილი შეტყობინებებით დასავლეთის მიმართ. მაგრამ ამას უპირველესად სჭირდება დაუყოვნებლივ უარის თქმა ყოველგვარ ძალადობაზე! ვიმეორებ, ძალადობის ფონზე ყველაფერი აზრს კარგავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა ძალადობაა „ქართული ოცნების“ დროშა, ამ დროშას აწერია - ძალადობა.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქართულ სახელმწიფოს არასდროს არ ჰქონია ისეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, არც შევარდნაძის დროს, როგორც ახლა აქვს, მაგრამ, რაც ახლა ამ ფონზე ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან, შეიძლება შეფასდეს ეპოქალურ დანაშაულად ქართული სახელმწიფოს წინაშე.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქართულ სახელმწიფოს არასდროს არ ჰქონია ისეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, არც შევარდნაძის დროს, როგორც ახლა აქვს, მაგრამ, რაც ახლახდება „ქართული ოცნების“ მხრიდან, შეიძლება შეფასდეს ქართული სახელმწიფოს მიმართ ჩადენილ ეპოქალურ დანაშაულად.
მკრთალი იმედიც კი აღარაა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები და ბიძინა ივანიშვილი, თუნდაც, საკუთარი, პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე გაიაზრებენ მათი ამ ეპოქალური დანაშაულის მასშტაბს და რაღაცას შეცვლიან სასიკეთოდ.
თუ ახლა ეს არ მოხდა, მაშინ საბოლოო, შეუქცევადი ცვლილებების განხორციელება, ქვეყნის გათავისუფლება კრემლის გავლენებისგან და დემოკრატიული სისტემის შესაქმნელად საჭირო ნაბიჯების გადადგმა გარდაუვლად და სწრაფად მოუწევს ქართველ ხალხს, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ოპოზიციისა და დასავლეთის აქტიური ჩართულობით.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი.