გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის”, „გირჩი-მეტი თავისუფლებას” და „დროას” წევრების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სამ საათზე მეტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „გირჩი - მეტი თავისუფლებას” და „დროას” წევრების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

14-ვე პირი ყვარელში, ლავროვის ოჯახის სიძის ძმის ქორწილის გაპროტესტების დროს დააკავეს.

საქმის ფარგლებში დასაკითხთა სიაშია 40-მდე პირი, მათ შორის, როგორც ინციდენტში მონაწილე პოლიციელები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები.

ცოტა ხნის წინ, სასამართლო დარბაზიდან სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია გააძევეს.

მისი თქმით,დაკითხვაზე მყოფი სამართალდამცველი შერაცხყოფას აყენებდა ადვოკატს, რასაც მისი მხრიდან პროტესტი და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს.

"ეს არის ცირკი. ჩვენ არაფერი დაგვიშავებია.ვიდექით და ვაპროტესტებდით ლავროვის ოჯახის ყოფნას. არც შეგვიგინებია, ამის გამო დააკავეს და ახლა 14 პირს, ალბათ, 5000 - ლარიან ჯარიმას დაგვაკისრებენ. ამ პოლიციელებს ვუთხარი, ლავროვის ოჯახს რომ იცავდით, ხვალ, ჩამოგიყვანენ პუტინს და უნდა ემსახუროთ - მეთქი და ამის გამო გამომაძევეს”, - განაცხადა ნარსიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში