კახა ოქრიაშვილი - „რუსული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რუსული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ძალადობის ის სერია, რომელიც ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს. „ქართული ოცნება“, პრაქტიკულად, მზადაა, გააჩაღოს სამოქალაქო ომი და იძალადოს საკუთარ მოსახლეობაზე, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება.

დიახ, „ქართულ ოცნებას“ სურს ომი ხელისუფლებაში დასარჩენად და მათი მოქმედებები არის პირდაპირ სისხლისმღვრელი ომისკენ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები. მოღალატე ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება.

ერთადერთი გზა, რომ ქვეყანას ომი ავაცილოთ თავიდან, არის „ოცნების“ დამარცხება 2024 წლის არჩევნებზე. „რუსულ ოცნებას“ ან არჩევნების გზით გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, ან ქვეყანაში სამოქალაქო ომს გააჩაღებენ.

რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, „რუსული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ არჩევნების და არა ომის გზით", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო