გომბორის გზას რეაბილიტაცია უტარდება

ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები გომბორის გზის 33 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის ფარგლებშიც ტარდება მეწყერ-საწინააღმდეგო ღონისძიებებიც. გათვალისწინებულია მოცულობითი სამუშაოები, მათ შორის, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინა-ბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ამჟამად, მთლიანობაში, კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მილიარდ 100 მილიონი ლარის პროექტები მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ კახეთის რეგიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი და ასევე, სარეაბილიტაციო პროექტები, რომლის ფარგლებშიც, 165 კმ გზის რეაბილიტაცია მხოლოდ კახეთის რეგიონში მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამ გზით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ქვეყანაში შემოსული ტურისტები. გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი.

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, გატარდება მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მიერთებები და ადგილობრივი შესასვლელები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

ამ დროისთვის, კახეთში, ჯამში, 25 პროექტი მიმდინარეობს, საიდანაც 4 ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტია. რეაბილიტაცია უტარდება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 30 კმ-იან და 11.5 კმ-იან მონაკვეთებს და ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების პირობების პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს პირველი, 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია“,-აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს