ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ

ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა.

მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით „მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.

„ილიას უნივერსიტეტიდან გამოვედი, ლექციიდან, მივდიოდი მანქანისკენ. ქუჩაში შემხვდა მოქალაქე, დაახლოებით, „პიქსელის“ შენობასთან. მან დაიწყო ჩემი მისამართით - „მოღალატე“, „ერეკლე“, შენი დედა და ა.შ. როგორც ჩანს, მისი ამოცანა იყო, წყობიდან გამოვეყვანე - მეტ-ნაკლებად წარმატებულად. მე, რა თქმა უნდა, დედა არ მიგინებია. მოულოდნელად, ჯიბიდან კვერცხი ამოიღო. ჩვენთან, როგორც ჩანს, მოქალაქეები ასე დადიან, კვერცხით შეიარაღებულები. ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი იმ პროგრამისა, რომელიც მიმდინარეობს - ზურაბ ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი - მე ვარ საქართველოს მტერი და ეს დებილი, წერა-კითხვის უცოდინარი, ვიღაც ამება, ეს კოსტავა, რომელიც მომიგზავნეს, საქართველოს პატრიოტი და მცველია?! ეს მოსწონს ბიძინა ივანიშვილს. ზუსტად მისი პორტრეტი იყო - წვერებიანი ბიძინა ივანიშვილი. ლექსიკა ისეთი ჰქონდა, როგორც ივანიშვილს აქვს, წერა-კითხვის უცოდინარი. მოსაგზავნიც აღარ ჰყავთ ისეთი, რომ გამართულად დედა მაინც შეგაგინოს. ეს იყო ახალგაზრდა, წვერებიანი მამაკაცი (სიტყვა მამაკაცი არ უხდება, მაგრამ რაცაა). რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმილი იყო, აბა, კვერცხით ვინ დადის? ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ მოქალაქეები ამას იღებდნენ, გამოსარჩლება არავის უცდია. ჩემი სტუდენტი ჩაერია და იმან ცოტა დისტანცირება გაუკეთა. გამოწევა იყო, უნდოდა [ფიზიკური დაპირისპირება], მაგრამ ვერ მოახერხა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, ბერძენიშვილი არ აპირებს საკითხზე სამართალდამცავებს მიმართოს.

„ვის უნდა მივმართო? მათზე მაქვს ეჭვი, ვისაც უნდა მივმართო და ბავშვი ხომ არ ვარ?“- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა