პაატა მანჯგალაძე ლევან ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე - ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი - ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი

ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი - ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ლევან ბერძენიშვილზე, ასევე ბოლო პერიოდში გახშირებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ახალგაზრდებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს, ამიტომ ქვების და კვერცხების სროლაზე გადავიდა.

„ქვას რომ ისვრი და კვერცხს, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავ და თან იძახი, რომ ევროპა გარყვნილია, ამ დროს კი ღვთისმშობლის და ქრისტიანობის სიმბოლოა ის დროშა, ყველაფრის ღირსი ხარ, შენზე რაც შეიძლება ადამიანმა თქვას. დასვით ეს ადამიანები დებატებში ლევან ბერძენიშვილთან, მაგალითად, „იმედზე“, მაგარი სანახავი იქნება. ამ ყველაფრის უკან, დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ქვების სროლის ორგანიზატორი არის ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ვერაფერს სთავაზობენ ახალგაზრდებს, ყველა ამ ტიპის დისკუსიებში დამარცხდნენ და გადავიდნენ ქვების და კვერცხების სროლაზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო