„ნაციონალური მოძრაობა“ აქციზის ტარიფის დაბრუნებას 2017 წლის მაჩვენებელზე ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, აქციზის ტარიფი დაუბრუნდეს 2017 წლის მაჩვენებელს, რაც მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კახა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ყოველ ლიტრ საწვავზე მოქალაქეებს, დაახლოებით, 20-25 თეთრი ზედმეტის გადახდა უწევთ.

„აქციზის გადასახადი, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან გაორმაგდა საქონელსა და მომსახურებაზე. შესავლის სახით გეტყვით, რომ აქციზის გადასახადი წარმოადგენს არაპირდაპირი გადასახადის ტიპს, რომლის მიზანსაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს საზოგადოების სიკეთე და მოქალაქეების განთავისუფლება მანკიერი პრობლემებისგან, მაგრამ მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ყველა ციფრი და რიცხვი, რომელიც ამ სფეროს ირგვლივ არის და გვაქვს ჩვენ მონაცემთა ბაზა მეტყველებს საპირისპიროზე, რადგან ეს გახლავთ არა ემანსიპირებული პროდუქტები, რომელთა მიმართ ფასების ზრდა არ იწვევს ავტომატურად მასზე მოთხოვნის შემცირებას ან მინიმალური შემცირებასაც კი, ამაზე ციფრებიც მეტყველებს.

მინდა გითხრათ, რომ 2022 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტის სახით, საქართველოში განხორციელდა 1150 ათასი ტონა საწვავის შემოტანა, აქედან 607 ათასი ბენზინია, ხოლო 543 ათასი ტონა დიზელი. იმპორტიორი ქვეყნების წილი არის მნიშვნელოვანი, აქვე გაგაცნობთ, რომ რუსეთი, რომელიც ომამდე პერიოდში იყო ჩვენი საწვავის ბაზრის 30 პროცენტიანი ხვედრითი წილის მფლობელი, ახლა ეს პროცენტი ფაქტობრივად გაორმაგდა, გახდა 56,6 პროცენტი, ხოლო ის ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ბევრად უფრო მეტი მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა გააჩნია, მათთან თანამშრომლობის შემთხვევაში ფასი უფრო უკეთესი იქნებოდა და ხარისხიც. მაგალითად აზერბაიჯანის 15 პროცენტიანი წილი შემცირდა 4.8 პროცენტამდე, ასევე შემცირებულია რუმინეთის, ბულგარეთის და თურქმენეთის ხვედრითი წილები ჩვენს ბაზარზე. შესაბამისად ჩვენი აქცენტირება კეთდება იმაზე, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რიგით მოქალაქეებს, ყოველ ლიტრ საწვავზე დაახლოებით, 20-25 თეთრი ზედმეტად ტვირთად აწვება. შესაბამისად, აკუმულირებული თანხები, რომლებიც ბიუჯეტში შემოდის აქციზის გადასახადის ამ კატეგორიის საწვავის მომსახურებაზე, აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს იმ ზიანთან შედარებით, რომელიც დგება ჩვენი მოქალაქეებისათვის.

ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად აისახება პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ყოფაზე და ამას აკეთებს პირველ რიგში ის დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სათავეში მოვიდა იმ დაპირებით, რომ ჩვენ შევამცირებთ ბენზინზე და სხვა კატეგორიის მასაზე თანხას დაახლოებით, ერთი ლარით და ხალხს დააჯერეს, რომ ეს ერთი ლარი მიდიოდა მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში, ეს არის მტკნარი სიცრუე და მოგეხსენებათ, რა შესაძლებლობა აქვს ხელისუფლებას, რომ ეს გადასახადი მინიმუმ იმ ნიშნულამდე დააბრუნოს, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრამდე იყო ქვეყანაში და ამით ამოისუნთქოს ჩვენმა მოსახლეობამ“, - განაცხადა კახა მიქელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო