გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს დროებით წყალმომარაგება შეეზღუდება

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად, დაზიანებულია ბალდას სათავე ნაგებობა. რის შედეგადაც, 20 ივნისის 14:00 საათიდან 21 ივნისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამეგრელოს სერვის ცენტრის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.water.gov.ge
24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 00 00
კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























