რუსთავის მერია - რუსთავში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია

რუსთავში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს რუსთავის მერია დილიდან ახორციელებს.

როგორც რუსთავის მერიაში აღნიშნავენ, სანიაღვრე არხმა, რომელიც ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის დასაცავად გასულ წლებში მოეწყო, თითქმის 8 საათიანი უწყვეტი ნალექის მიუხედავად ქალაქის ქუჩები დატბორვისგან დაიცვა.

მერიის შესაბამისი სამსახურები და ,,რუსთავ სერვისცენტრის" თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ დროისთვისაც ასუფთავებენ რუსთავის ქუჩებსა და სანიაღვრე ქსელს.

,,გასულ ღამეს რუსთავში მოსულ უხვ ნალექს ქალაქისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ წუთებშიც აგრძელებენ მუშაობას მერიის შესაბამისი სამსახურები, ,,რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებთან ერთად. ამ წუთებშიც ვაგრძელებთ მუშაობას, რომ უხვი ნალექის შემდეგ სანიაღვრე არხები გავწმინდოთ და ქალაქი დავასუფთაოთ“, - განაცხადა ,,რუსთავსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, რევაზ გოგიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს