ძლიერმა წვიმამ საჩხერეში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ საჩხერეში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო, დატბორილია სახლები და ქალაქში მდებარე ობიექტები, საავტომობილო გზები და ტროტუარები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ დატბორა რამდენიმე სოფელში სახნავ-სათესი სავარგულები.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღარ წვიმს, წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.

























