დიდი ბრიტანეთის ელჩი - ამაყი ვარ ჩემი ქვეყნის როლით უკრაინის დახმარების პროცესში - პარტნიორებთან ერთად ვიდგებით უკრაინასთან იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება

ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, ის ამაყია მისი ქვეყნის, გაერთიანებული სამეფოს, მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებით და იმ მტკიცე ცალსახა პოზიციით, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა, რომ ომში უკრაინის დახმარება ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.

„გასული წელი მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის. რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე მეორე წელს ითვლის, თუმცა უკრაინა დგას მტკიცედ და უტეხად. მე ამაყი ვარ ჩემი ქვეყნის როლით უკრაინის დახმარების პროცესში და მის ბრძოლაში, დაიცვას გაერო-ს ქარტიის ღირებულებები, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ.

გასულ კვირას ლონდონში ვიყავი ელჩების კონფერენციაზე და ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამ ომში არის გაერთიანებული სამეფოს საგარეო პოლიტიკის უპირველესი პრიორიტეტი. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიდგებით უკრაინასთან იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება", - განაცხადა ელჩმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა