საიას თავმჯდომარე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეცვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კოდექსია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, ფორუმი - „მართლმსაჯულება 1984 წლის კოდექსით“ გამართა.

როგორც საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში დღემდე 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი მოქმედებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნული კოდექსი შეცვალოს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კოდექსი საქართველოში, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ იყო მცდელობა ამ კოდექსის რეფორმირებისა, დღემდე ეს პროცესი წინ არ წასულა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესით. ეს კანონმდებლობა არის ზუსტად ის, რომელსაც პოლიცია ყველაზე ხშირად იყენებს აქტივისტების, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ჩვენ არაერთი გახმაურებული საქმე გვინახავს, როდესაც ადამიანებს უსაფუძვლოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკავებენ ხოლმე და შემდეგ სასამართლოც ამ საქმეებს ძალიან ცუდი სტანდარტებით განიხილავს. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეცვალოს ეს კოდექსი", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად