ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, კახეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, კახეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ კახეთში მაგისტრალური გზის მშენებლობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, მაგისტრალის მშენებლობის პირველი მონაკვეთი მიმდინარე წელს დასრულდება.

„მოვინახულეთ მონაკვეთები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაწინაურებულია, არის გამოწვევებიც და მათ დასაძლევად ვმუშაობთ კონტრაქტორ კომპანიებთან. პირველი მონაკვეთი წელს დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში, ხოლო დანარჩენი მონაკვეთები მომდევნო წელს. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი 35 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც უკიდურესად გადატვირთულია გაზრდილი ტურისტული ნაკადების პირობებში და სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული პროექტის წარმატებული დასრულება. ასევე, სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს და კონკრეტული სამუშაოებიც ნაწილობრივ დაწყებულია საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე. ამჟამად, მთლიანობაში, 828 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულებაც წელს და გაისად ეტაპობრივად იგეგმება.“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთზე პარალელურად მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი, გარე განათების სისტემით აღჭურვილი, ჩქაროსნული საავტომობილო გზა. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარია.

35 კმ-იანი ახალი მაგისტრალური გზა იწყება ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით და დასრულდება თოხლიაურის კვანძთან.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ამჟამად მოქმედი გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობა მოიცავს ვაზიანის შემოვლითი გზის, ვაზიანი-საგარეჯოს დამაკავშირებელი და საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობას.

კახეთისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია გაზრდილი სატრანსპორტო მიმოსვლის პირობებში.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით