შალვა პაპუაშვილი - ირლანდია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია, რაც, მათ შორის, ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს არაერთი მიღებული რეზოლუციით გამოიხატა

დღეს ვმასპინძლობთ საქართველოს მეგობარსა და დიდ მხარდამჭერს, ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო’ფარელს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ირლანდია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია, რაც, მათ შორის, ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს არაერთი მიღებული რეზოლუციით გამოიხატა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

,,დღეს ვმასპინძლობთ საქართველოს მეგობარსა და დიდ მხარდამჭერს, ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო’ფარელს.

ჩვენს ქვეყნებს მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. ბატონი ო’ფარელის ვიზიტი სწორედ ამ ძლიერი მეგობრობის გამოვლინებაა.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და ირლანდიას შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. იმედი მაქვს, გაგრძელდება მაღალი დონის ვიზიტები ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

ირლანდია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია, რაც, მათ შორის, ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს არაერთი მიღებული რეზოლუციით გამოიხატა. მადლიერები ვართ ირლანდიური მხარის და პირადად შონ ო’ფარელის ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში წევრობის გზაზე. კოლეგას, აგრეთვე, გავაცანი რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. აღვნიშნე, რომ ირლანდიის გამოცდილება მშვიდობისა და შერიგების საკითხებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.

ვიმედოვნებთ, რომ ირლანდია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას. ველით საქართველოს პროგრესის სათანადო დაფასებას ევროკავშირის მიერ და წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

შეხვედრაზე გამოვხატეთ, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. აღვნიშნეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის შემდგომი გაძლიერების მზადყოფნისთვის,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო