რატი ბრეგაძე - სააკაშვილი არის პატიმარი და როცა შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება მისი გადაყვანა - აქ არაფერი გასაკვირი არ არის

მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია და არაფორმალურ მმართველობას ნაჩვევი „ნაციონალური მოძრაობა“ რას გააკეთებს, მათი გადასაწყვეტია და საერთოდ არაა საინტერესო, გულწრფელად რომ გითხრათ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

„თუ პირს უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ქართულ პოლიტიკაში, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ მიიღებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ამიტომ, თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, უნდა მიიღოს საქართველო მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იღებს. შესაბამისად, მე ამ საკითხზე გამიჭირდება სამართლებრივი კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება ჩემს პიროვნულ დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად გეტყვით, რომ როდესაც ადამიანი არის სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას დატოვებს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მიიღებს და სხვა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგება, მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, რომ ის იყოს მხოლოდ იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის სამსახურშიც ჩადგა,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, როდესაც ექიმები რეკომენდაციას გასცემენ, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

„ეს ადამიანი არის პატიმარი და შესაბამისად, როდესაც შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება [გადაყვანილი]. აქ არაფერი გასაკვირი არ არის,“ - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება